LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეს ღვინის დაყენებამდე დამწყებმა მეღვინემ – FM ქოუჩი

15

ქართული ღვინო მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი. ღვინის დაგემოვნებამდე გასათვალისწინებელია ის ტექნოლოგიები, რომლითაც შესაბამის შედეგს ვიღებთ რა უნდა გავითვალისწინოთ ღვინის დაყენებამდე, გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია  აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის პროფესორი დავით ჩიჩუა.

რა უნდა იცოდეს ღვინის დაყენებამდე დამწყებმა მეღვინემ?

ჩვენ გვაქვს საუკეთესო კლიმატური გარემო. საქარველო ცნობილია ღვინის სამშობლოდ. ამ აზრისკენ იხრება უკვე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება…ღვინო იქმნება ვენახში, ხოლო მარანში ხდება მხოლოდ ყურძენში ჩადებული პოტენციალის რეალიზება.  ამიტომ მნიშვნელოვანია მევენახე და მეღვინე ერთი პიროვნება იყოს, ის უნდა იაზრებდეს რა შედეგი ექნება ვენახში ჩატარებულ სამუშაოებს. საბოლოო მიზანია ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინის დამზადება. შეუძლებელია დაბალი ხარისხის ნედლეულისგან მაღალი ხარისხის ღვინის დამზადება. მნიშვნელოვანია რთველის ჩატარების თარიღის განსაზღვრა.  ერთი კვირით ადრე ან გვიან რთველის მოკრეფა მთელ სამუშაოს წყალში ჩაყრის. ტექნიკა საქართველოში რთველის ჩატარებისას ნაკლებად გამოიყენება. არსებობს ყურძნის საკრეფი კომბაინები, თუმცა საქართველში ყურძნის თითქმის 100%  ხელით იკრიფება. არსებობს ლაფსუსები, მაგალითად, დაჟანგებული რკინის ტარით ყურძნის გადაზიდვა ან პარკებით ყურძნის თბილისში წამოღება, ეს იწვევს ყურძნის დაზიანებას, წვენი იჟანგება და მასში მიკრობები მრავლდებიან. ღვინო მაინც გამოვა და შეიძლება ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერ მიხვდეს, თუმცა დიდ მიზნებს ვერ მიაღწევთ ასეთი ღვინით.

როგორია ღვინის დაყენების პროცესი?

მეღვინეობაში არსებობს მრავალფეროვანი ტექნოლოგიური მრავალფეროვნება . ქართულ ტექნოლოგიებში ანტიკური ხანიდან მოყოლებული  ფიქსირდება განსხვავებული მახასიათებლების მქონე ღვინოები, გვაქვს ღვინის დაყენების მამა-პაპური მეთოდები და ამ ტექნოლოგიების პოპულარობა იზდება.

კლასიკური მეღვინეობის ტექნოლოგიის მიხედვით, წითელი ტექნოლოგია ჭაჭაზე დუღილს, თეთრი ტექნოლოგია – ჭაჭის გარეშე, მარტო გაწმენდილი ტკბილის დუღილს გულისხმობს. თუმცა ქართულ რეალობაში, მაგალითად კახეთში, როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინო ჭაჭაზე დუღილის მეთოდით ხორციელდება.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1960721987285954/

ბოთლში ღვინის გადატანამდე რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი?

ღვინის ბოთლში გადატანის ტექნოლოგია მრავალეტაპიანი და რისკფაქტორების შემცველია. ჩვენთან შეიმჩნება კარგი ტენდენცია, მთელი მოსახლეობა პრაქტიკოსი მეღვინეა. ბევრი ოჯახური საწარმო ახდენს ღვინის რეალიზაციას. ჩვენ გვაქვს მეღვინეობის დიდი ტრადიციები. სამწუხაროდ, არ არსებობს სათანადო ცოდნა, როგორ მოვაქციოთ ღვინო ბოთლში. განსაკურებით ეს ეხება მოყვარულ მეღვინეებს. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს აქვს კარგი ღვინო სახლისთვის,  თუმცა ღვინის შენახვა მარანში და ბოთლში განსხვავებულია. ღვინის ბარებში, იქ სადაც არ უნდა ჩანდეს ქართული ღვინის სახე, ხშირად ვხდებით გაფუჭებულ დაა დაძმარებულ ღვინოს, ამის მარტივი რეცეპტი არ არსებობს, ამ კუთხით ცოდნის ამაღლებაა აუცილებელი.

რაც შეეხება ღვინის დაძველების მეთოდს. ზოგიერთი ღვინის ხარისხი დაძლეველებასთან ერთად იმატებს, თუმცა არსებობს ღვინის ტიპენი, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში უფრო მოთხოვნადია. ბაზარი არის ძალიან დიდი და ჭრელი, ამ ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნა რთულია. ამიტომ დამწყებმა მეღვინეებმა საჭიროა შეიქმნან წარმოდგენა რას აკეთებენ სხვები და გაიღრმავონ ცოდნა, რათა შექმნან საკუთარი პროდუქტი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები