LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ მარკეტინგის შესახებ – FM ქოუჩი

16

გადაცემის ლაივი LIVE

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიისა თუ ორგანიზაციის მუშაობა მარკეტინგის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ეს პროფესია დღითიდღე პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. რა უნდა იცოდეთ მარკეტინგის შესახებ, გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტელეკომპანია “იმედის” გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბათმანიდი.

რა არის მარკეტინგი?

მარკეტინგი შეიძლება ითქვას, რომ არის მთელი ცხოვრება, ეტაპობრივად მივდიოდი, რომ ვყოფილიყავი მარკეტერი. ეს პროფესია ძალიან საინტერესოა. თანამედროვე ცხოვრების წესი არის ადრინალინი, მარკეტინგი და გაყიდვები  გარკვეულწილად დაკავშირებულია ადრენალინთან, მთავარი მიზანია დაიდოს სათანადო შედეგი.

თავის დროზე ამ სფეროში ბევრი კვლევა ჩატარდა. პირველი ეფექტისთვის არსებობს 30 წამი, ეს არის პირველი კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღებისთვის განკუთვნილი დრო. მთავარია სწორი კვლევა, ბაზარზე სწორი ინფორმაციის მიღება, როდესაც ინფორმაცია გაგაჩნია და სწორ ანალიტიკას მიუყვები, ბუნებრივია ყველაფერი გამოვა. მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც არა თავის, არამედ კონკრეტული კომპანიის მიზანს უნდა აღწევდეს.

სწორი კომუნიკაცია და ურთიერთობა კლიენთან…

ჩათვალეთ, რომ მარკეტერის პროფესიული ცხოვრება იწყება ბავშვობიდან. გიჩნდება ჰობი, გაქვს ადამიანებთან კომუნიკაცია, კომუნიკაციის შედეგაც ჩნდება საახლობლო წრე. მარკეტერად ყალიბდები გარკვეული პროფესიული ცოდნის მიღებამდე. ცხადია, ამ სფეროში მნიშვნელოვანია პრაქტიკა. მარკეტერზე ბევრია დამოკიდებული, თუმცა პარალელურად მენეჯმენტმაც უნდა შეუწყოს ხელი. ცალკე აღებული მარკეტერი არაფერს არ ნიშნავს, თუ კომპანიაში არ არის მენეჯმენტი დალაგებული და პირიქით.

როგორია თანამედროვე მარკეტინგის მიდგომები?

დღეს ჩვენ გვაქვს ინფორმაციის დიდი ნაკადი, განსხვავებით  70-80-იანი წლებისგან. ჩვენ ყოველ წამს გვაქვს საშუალება მივიღონ ინფორმაცია, ამიტომ ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე გასულ წლებში. შეიძლება ბევრი არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას კრიპტო თემებს, თუმცა ამ ყველაფერმა თავის მხრივ კიდევ სხვანაირი მარკეტინგი მოიტანა, შეიძლება ითქვას მარკეტინგული საქმიანობის თვალსაზრისით მესამე ფაზაში გადავდივართ. ამიტომ მათ, ვისაც სურთ ამ სფეროში მუშაობა, პირველ რიგში უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, მაქსიმალურად თავისუფლები იყვნენ, მათი გონება ახლის შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული. კომუნიკაცია ძველთან და ახალთან და ფიქრი მომავალზე – სწორედ ეს უნდა გაითავისონ. ახალი თაობა, რომელიც ამ სფეროში მოდის, ძალიან ნიჭიერია, მათ არ აქვთ გამოცდილება, თუმცა აქვთ საინტერესო იდეები და ჩემი აზრით, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც მარკეტინგის სფეროში თავის სიტყვას იტყვიან.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები