LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება გსურთ

4

როგორ უნდა მიიღოთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, სად უნდა დარეგისტრირდეთ და დაცვის რა მექანიზმები არსებობს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის – გადაცემის “FM ქოუჩი სტუმარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სააგენტოს სასწავლო ცენტრის ტრენერი გიორგი ლაცაბიძე. მას იურისტად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

სად უნდა დარეგისტრირდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა სურთ?

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამჭირვალე სისტემას. ამ სისტემას ჰყავს 2 მომხმარებელი: შემსყიდველი პირები და ასევე, მიმწოდებელი პირები, იგივე ბიზნესმენები. ბიზნესმენების რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი პროცედურა, ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია ოფისიდან გაუსვლელად დარეგისტრირდეს. ამას არ სჭირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჩარევა. რეგისტრაციის ფორმაში მოცემულია ძალიან მარტივი კითხვები, რომლის შევსებაც სავალდებულოა. შესაბამისად თუ სწორად იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული, დაახლოებით 5 წუთიანი პროცედურაა. რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება.

 

არსებობს შავი სია, ვინ ხვდებიან ამ სიაში?

შავი სია ეს არის ეგრეთ წოდებული არაკეთილსინდისიერ მეწარმეთა რეესტრი, მასში რეგისტრაციისთვის გარკვეული წინაპიროები უნდა არსებობდეს, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს ინიცირება და შეტყობინება გამოაგზავნოს. ამის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მის საფუძვლებზე დაიწყება ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ამ პროცესში უზრუნველყოფილია ბიზნესმენის პოზიციის დაფიქსირება, საბოლოდ კი ურთიერთშეჯერებული და გამოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. სულ არის 3 ტიპის გადაწყვეტილება: თუ წარმოების პროცესში გამოიკვეთება, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ბიზნესმენის შავ სიაში რეგისტრაციის, სააგენტო უარს ამბობს,   შავ სიაში მის რეგისტრაციაზე. სააგენტომ ასევე შეიძლება გამოიყენოს გაფრთხილების მექანიზმი, გაფრთხილება, ეს არის კიდევ ერთი შანსი ბიზნესმენისთვის, რომ მიუხედავად მცირე დარღვევისა, გააგრძელოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა. რაც შეეხება შავ სიას, შავ სიაში რეგისტრაცია გამოყენება მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ობიექტური გამოკვლევის შედეგად სამართალწამოება აღარ იძლება გაფრთხილების მიცემის საშუალებას. როგორც გაფრთხილების, ასევე შავ სიაში რეგისტრაციის ვადა არის 1 წელი.

 

დაცვის რა მექანიზმები არსებობს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის?

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მონიტორინგის მიმართულებით ავითარებს 2 ძირითად პლატფორმას, სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ან შესაძლო სამართალდარღვევების აღმოჩენის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. ესაა მონიტორინგის სამსახური, რომელიც შიდა მონიტორინგის თანამედროვე ელექტრონული სისტემების საშუალებით, ყოველდღიურ რეჟიმში, ადამიანური რესურსების ჩარევის გარეშე ახორციელებს  შესაძლო დარღევევის აღმოჩენას. უკანასკნელი წლების სტატისტიკით, დარღევევების ზოგადი ოდენობა კლებულობს და  ეს ზუსტად შიდ, ეფექტური მონიტორინგის სისტემების დამსახურებაა.

გარდა ამისა, არსებობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, სადაც ბიზნესმენებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ როგორც  სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილი, მათი აზრით, დისკრიმინაციული ან კონკურენციის შემზღუდავი ჩანაწერი, ასევე  მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ ტენდერის მიმდინარეობის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედება ან გადაწყვეტილებები. საბჭოს ეფექტურობას აჩვენებს ყველა კვლევა და სტატისტიკა. ეს არის მსოფლიო მასშტაბით  დავების გადაწყვეტის უსწრაფესი ორგანო, რომელიც საჩივრის დასაშვებად მიჩნევიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას.

დავების განხილვის საბჭო შედგება 6 წევრისგან. 3 წევრს არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლები ირჩევენ მათი შემადგენლობიდან, ამ პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არ მონაწილეობს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს უფლება არ აქვს უარი თქვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩეული კანდიდატების დანიშვნაზე. დავების საბჭოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, 2 წევრი კი ინიშნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ სააგენტოს თანამშრომლებიდან.

 

თუ იგეგმება ბიზნესის წარმომადგენლების გადამზადება, იმისთვის რომ მათ ქონდეთ მეტი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვებზე?

სააგენტოში ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი, სადაც  სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ხდება იმ სიახლეებისა და ნოვაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გაცნობა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ინერგება, ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მონაწილე ყველა პირს, დღეის მდგომარეობით, წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი პირის გადამზადება ხდება. რაც შეეხება ბიზნესის წარმომადგელების გადამზადებას, მიმდინარეობს დონორებთან მძლავრი კომუნიკაცია, რათა დაფინანსდეს ბიზნესმენების გადამზადების ტრენინგი.

 

რა იქნება თქვენი რეკომენდაცია?

თუ ბიზნესის წარმომადგენელი  წააწყდება უსამართლობას, უკანონობას, კონკურენციის შემზღუდავ ნორმას, გაასაჩივროს დადგენილ ვადებში დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები