რა უნდა ვიცოდეთ მობილურ ფოტოგრაფიაზე – FM ქოუჩი

რა უნდა ვიცოდეთ მობილურ ფოტოგრაფიაზე – FM ქოუჩი

მობილური ფოტოგრაფია დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა ციფრულ სამყაროში. მობილურ ფოტოგრაფიას აქვს მზარდი მასობრივი მოხმარება და ტექნიკური მხარდაჭერა. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ზურაბ ბალანჩივაძე.

 

რა უნდა ვიცოდეთ მობილურ ფოტოგრაფიაზე?

მობილური ფოტოგრაფიით სარგებლობისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია ხარისხიანი ოპტიკური ზუმი და ფოკუსი, ამიტომ ფოტოკამერებს ამ კუთხით არ უნდა შევაჯიბროთ. სმარტფონის მთავარი ღირსება მის სისწრაფეში, ზომაში, მარტივ გამოყენებასა და კადრის მყისიერად დამუშავებაშია. თუკი ქუჩის ფოტოგრაფია გიტაცებთ და რეალური სცენების გადაღება გსურთ, ტელეფონი ამ დროს შეუცვლელია. ჯერ იმიტომ, რომ ნაკლებად შესამჩნევია და “სამიზნეც” უფრო ნაკლებად იწყებს პოზირებას მის წინ. თუ ხმას გაუთიშავთ, კიდევ უფრო შეუმჩნეველი ხდებით. ხოლო სხვადასხვა აპლოკაციის, მაგალითად, რეტრიკის დახმარებით, შეგიძლიათ, პირდაპირ სასურველი ფილტრით გადაიღოთ. ფილტრები სმარტფონებს ნამდვილად არ აკლიათ. მათი მეშვეობით თითქმის ყველა ეფექტის დადება შეგიძლიათ, ე.წ. ბოკესიც კი, რომელსაც სპეციალური აპლიკაციები ქმნიან. ვინაიდან ინტერნეტი უკვე გადაივსო მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებით. უნდა გვახსოვდეს ფოტოს დამუშავების ტექნიკაც, თუ ფოტო გვინდა მასალაში გამოსაქვეყნებლად და არა სოცქსელებისთვის, არ უნდა გადავამეტოთ მისი დამუშავება. დღეს ბევრმა გამოცემამ გადაინაცვლა ინტერნეტსივრცეში, რაც ნიშნავს იმას, რომ მობილურ ფოტოგრაფიას უფრო დიდი დანიშნულება აქვს, ვიდრე ადრე.

იქნება თუ არა ეს სფერო კონკურენტუნარიანი მომავალშიც? 

ფოტოაპლიკაციების შემქმნელები კიდევ უფრო მიმზიდველი ეფექტების შექმნაზე კონცენტრირდნენ. ასე გაჩნდა პანორამები და 360°-იანი ხედები. პროფესიულ კამერებზე მომუშავე ფოტოგრაფების მთავარი წუხილი მობილურების მიერ ფოტოგრაფიის გაუფასურებაა. ის, რასაც ადრე კონცეფტუალური ერქვა, ახლა უკვე ერთ-ერთი რიგითი ფილტრია, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია. მიუხედავად იმისა, ბევრი თანხმდება, რომ მობილური ფოტოგრაფია ეს ამ სფეროს მომავალია. ჩვენების ტექნოლოგია ნელ-ნელა ვითარდება, შესაბამისად რა კუთხით განვითარდება მობილური ფოტოგრაფია ამოუცნობია.

 

გადაცემის ჩანაწერი:

14 დეკემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები