LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია კარიერული განვითარება – FM ქოუჩი

3

კარიერული ზრდისთვის გარკვეული ეტაპებია გასავლელი. პროფესია, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, გვეხმარება  კარიერულ ზრდაში. რამდენად მნიშვნელოვანია კარიერული განვითარება და როგორ უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომელი, რომელსაც კარიერული ზრდა სურს, გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია, ბიზნეს ტრენერი, ზაზა ქოიავა.

 

რამდენად მნიშვნელოვანია კარიერული განვითარება?

კარიერა უბრალოდ საფეხურებზე ასვლა და უპირატესობები არ არის, ეს გონებრივი განვითარებაა, ტვინის მუშაობა, ანალიზი, ახალი გამოწვევები. ჩემი კვლევებიდან გამომდინარე შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც 5, 7, 10 წელი ერთ ადგილზე მუშაობენ და ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, ამ შემთხვევაში მათი საქმის კეთების პროცესი ავტომატურია. ადამიანის ტვინში 2 ნახევარსფეროა, მარცხენა და მარჯვენა. მარცხენა – ორიენტირებულია გამოცდილებაზე, მეხსიერებაზე, ლოგიკაზე, მარჯვენა კი ინოვაციაზე, სიახლეზე, რისკზე, ფანტაზიაზე. ადამიანები, რომლებიც წლობით ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს კავშირი გაწყვეტილი აქვთ მარჯვენისგან. ეს ადამიანები შიშით უყურებენ სიახლეს,  ჩაკეტილი არიან საკუთარ ე.წ. „კომფორტის ზონაში“. არ არის აუცილებელი სამსახურის გამოცვლა, არამედ მნიშვნელოვანია ამავე სამსახურში ახალი გამოწვევების მიღება.

 

რა როლი აქვს კარიერულ ზრდაში მენეჯმენტს ?

მენეჯმენტის როლი პერსონალის  შერჩევის პროცესიდან იწყება, საფეხურები კი შემდეგია:

  • ორგანიზაციის გენერალური სტრატეგიის შემუშავება
  • სტრატეგიიდან გამომდინარე მიზნების დასახვა
  • მიზნებიდან გამომდინარე შესასრულებეი ამოცანების შექმნა/ჩამოწერა
  • ამოცანები იყოფა უკვე შესასრულებელ საქმეებად
  • შესასრულებელ საქმეებზე დგინდება რამდენი და რა კვალიფიკაციის პერსონალი გვჭირდება, საქმის წონადობიდან გამომდინარე კი დგება სახელფასო განაკვეთი
  •  ვაკანსიის გამოცხადებაა
  • შერჩევა
  • ადაპტაცია
  • მოტივაცია

მნიშვნელოვანია გათვალისწინება, თუ რას ექცევა ყურადღება შერჩევის დროს,  ადამიანს ეტყობა რისთვის სურს მუშაობა, რა არის მისი მთავარი მოტივაცია: ფული, უბრალოდ სამსახური თუ კონკრეტულ ორგანიზაციაში გაკეთებული კონკრეტული საქმე. ადამიანი, რომელსაც კარიერა მხოლოდ გაზრდილი ანაზღაურებისათვის სურს, ერთი შეხედვით მორჩილი და ადვილად სამართავია, ხოლო ის ვისაც საყვარელი საქმის გაკეთება უნდა, უფრო მეტ კითხვას სვამს, ნოვატორია, ტვინში მარჯვენა ნახევარსფერო აქტიურად უმუშავებს…

ორგანიზაციებში არსებობს ან უნდა არსებობდეს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური HR. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი უნდა იყოს კარიერის განვითარება, მოტივაცია წახალისების სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და მენეჯმენტის ზედა ეშელონებისათვის წარდგენა, შიდა სამოტივაციო და პერსონალის კმაყოფილების კვლევების ჩატარება, ძლიერი და სუსტი წერტილების აღმოჩენა, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და გენერალური მენეჯმენტისთვის წარდგენა.

 

როგორ უნდა შეინარჩუნოს მენეჯმენტმა თანამშრომელი, რომელსაც კარიერული ზრდა სურს?

სხვადასხვა მოთხოვნილების, გონებრივი განვითარების საფეხურზე მყოფი ხალხი უნდა იმართებოდეს ინდივიდუალურად, გააჩნია ადამიანის ინტერესს, მოთხოვნებს, ინტელექტუალურ პოტენციალს, სურვილებს.

მენეჯერები არიან დამნაშავენი იმიტომ რომ სიხისტის ზონაში დიდხანს რჩებიან. მენეჯმენტი მარტო მართვას არ ნიშნავს, პერსონალი უნდა გაზარდო, გონებრივად განავითარო, სხვა მიდგომები აჩვენო და დაანახო ის, რაც აქამდე არ უნახავს. ამიტომ შესაძლებელია დაიწყო ხისტად, მაგრამ გადახვიდე მოქნილ პოზიციაზე.

 

რა უწყობს ხელს კარიერულ ზრდას?

ყველაფერი იწყება ცხოვრებისეული არჩევანიდან, ის რაც „ის ახლა“ არის, მისი არჩევანია? სადაც მუშაობს მისი არჩევანია? რა სპეციალობასაც დაეუფლა მისი არჩევანია? რომელ უნივერსიტეტშიც სწავლობდა მისი არჩევანია? რა თანამდებობაზეც მუშაობს მისი არჩევანია? თუ იძულებული იყო ეს ყოველივე გაეკეთებინა?

როგორ მომართავ ტვინს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე როდესაც რაღაცას ვწერ, შესაძლოა მეზარება, მაგრამ მაინც ჩემი არჩევანია მისი გაკეთება და არ ვარ იძულებული, იმიტომ რომ წერას შედეგად რაღაც მოყვება და ის შედეგი მსურს მივიღო. ნებისმიერ იძულებაზე ჩვენი ლიმბური სისტემა  სტრესს განიცდის, ორგანიზმში ნორეპინეფრინი (დეპრესიის ჰორმონი) გამოიყოფა და ადამიანი უხეში, ნეგატიური და გადარჩენაზე ორიენტირებული ხდება.

როდესაც ცხოვრება შენი არჩევანი გახდება, ძლიერი მხარეებიდან გამომდინარე, გაცილებით იოლდება შენს პროფესიაში დახვეწა/გაზრდა და კარიერის შექმნა. სხვა მხრივ, ადამიანი უბრალო კარიერისტია.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები