LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რთულია სასტუმროს ბიზნესის განვითარება – FM ქოუჩი

10

გადაცემის ლაივი

სასტუმროს ბიზნესი საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება. ბაზარზე უკვე გამოჩნდნენ ქართული ბრენდებიც. რამდენად რთულია სასტუმროს ბიზნესის განვითარება საქართველოში, გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია სასტუმროების “შატო მერესა” და “როიალ ბატონის”  დამფუძნებელი გია პირადაშვილი.

რთულია პერსონალის შერჩევა?

კომუნისტურმა რეჟიმმა თავისი გავლენა იქონია და ბევრ რამეს შეუშალა ხელი.  ამ პროცესების შემდეგ ჩემი თაობისთვის  საკმაოდ რთულად სასწავლი იყო თუნდაც სასტუმროს მართვა. ჩემმა თაობამ გზადაგზა ისწავლა ყველაფერი. დღეს ყველაფერი შეცვლილია,  ბაზარზე უკვე ქართული ბრენდებიც პოპულარულია, რაც მისასალმებელია. მნიშვნელოვანი ფაქტორია პერსონალი. პერსონალის შერჩევის პროცესში ერთვება  პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებიც არჩევენ და ატრენინგებენ პერსონალს. ჩართული უნდა იყოს ეიჩარიც. ჩვენ არ გვაქვს კარგი სკოლა საქართველოში, რომელშიც სასტუმროს ბიზნესის კუთხით იქნება სწავლება. სამწუხაროდ, არ ვართ ღიმილიანები, რაც ბუნებრივია პერსონალმა უნდა ისწავლოს და ნელ-ნელა ამ კუთხით ვიხვეწებით. მთავარია გვახსოვდეს, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ არის ანაზღაურებადი და არაფერია სასირცხვილო.

რამდენად მნიშვნელოვანია კულინარიის ფაქტორი სასტუმროსთვის?

ბევრი რგოლია, რომლებსაც ყურადღება სჭირდება. სასტუმროს ბიზნესში მნიშვნელოვანია კულინარიის ფაქტორი. ჩვენ გვყავს შეფ-მზარეული, ამ რგოლზე დგას ნახევარი სასტუმრო, კვების ჰოგიენა დიდ შრომას და ყურადღებას მოითხოვს.  ასევე, მნიშვნელოვანია გართობის თემა. დამსვენებელს სხვადასხვა სახის გართობა უნდა შესთავაზო, სავარჯიშო დარბაზი, აუზები, ცხენებით ჯირითი…

სასტუმროს ფასები რამდენად ადეკვატურია საქართველოში?

ვფიქრობ ფასები ადეკვატურია იმ კომფორტისა და მომსახურების გათვალისწინებით, რომლებსაც დამსვენებლებს  ვთავაზობთ. მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, ძალიან პირობითია იმის თქმა, რომ იგივე თანხაში დაისვენებ ევროპაში, პრეტენზიული ხალხი ვართ ქართველები, კომფორტს, ხარისხსა და იგივე მომსახურებას უცხოეთში ვერ მიიღებთ იმ თანხაში, რომლითაც საქართველოში დასვენებას შეძლებთ.  არიან უცხოელი დამსვენებლებიც, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველი ტურისტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები