LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აკრიტიკებს ფინანსთა მინისტრი ბანკებს და რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საფინანსო ინსტიტუტებს

ფინანსთა მინისტრს ბანკებთან პრეტენზიები აქვს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი არ უნდა იყოს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ამ თემაზე ეკონომისტი მიხეილ დუნდუა განმარტავს, რომ სამწუხაროდ, დღეს ბანკები მოქალაქეების ჭარბვალიანობის დამძიმების მექანიზმად გვევლინება და არა ბიზნესის განვითარების ლოკომოტივად. მისი თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობის თვალსაზრისით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზეა, ამ დონეზე მისი მაჩვენებლი მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია, თუმცა დუნდუას თქმით, ეკონომიკა არ გვაქვს მსოფლიო საუკეთესო ოცეულში. ეკონომისტი იმასაც ამბობს, რომ უნდა მოვიფიქროთ მექანიზმები, რათა ფიზიკური პირების დაკრედიტების დროს  ბანკის მიერ მსესხებლების მთელი ქონების დასაკუთრება არ მოხდეს.

„ბიზნესკურიერი“ კიდევ ერთი ეკონომისტის მოსაზრებასაც გთავაზობთ. დავით კიკვიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის ჭარბვალიანობის შესამცირებლად საჭიროა, ბანკებმა შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხი არ გასცენ. მისი თქმით, ეს გარკვეულწილად შეამცირებს ჭარბვალიანობას. გარდა ამისა, ექსპერტი მოსახლეობის ფინანსურ განათლებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ მხრივ მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, რასაც ბანკები თავის სასარგებლოდ იყენებენ.