LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ არის სასურველი 2 წლამდე ასაკის ბავშვის ბაღში შეყვანა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

8

ფსიქოლოგი თეონა ნუცუბიძე მიიჩნევს, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვების შეყვანა ბაღში სასურველი არ არის. როგორც ნუცუბიძემ „ფორტუნას“ განუცხადა, პირველი ორი წელი არის ჩვილობის პერიოდი, ამ დროს ბავშვს უყალიბდება განსაკუთრებული მიჯაჭვულობა დედასთან.  გარკვეული დროის შემდეგ ამ მიჯაჭვულობის შემცირება შეიძლება. მისივე თქმით, ბავშვის ბაღში შეყვანის ოპტიმალური ასაკი 3-5 წელია.

რაც შეეხება, ბავშვის ბაღისთვის მომზადებას, ფსიქოლოგის თქმით, იმისთვის, რომ ბავშვს არ გაუჭირდეს ბაღთან შეგუება, საჭიროა მას წინასწარ დაათვალიერებინოთ გარემო, გააცნოთ აღმზრდელები და მისი სურვილის შემთხვევაში მისცეთ უფლება ითამაშოს სხვა ბავშვებთან. ბაღის მონახულების პროცესი არ უნდა იყოს ერთჯერადი.

ფსიქოლოგის რჩევით, მშობლებმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ, ახდენს თუ არა შერჩეული ბაღი უნარ-ჩვევების განვითარებას და რამდენად ამზადებს ბავშვს სკოლისთვის.

თეონა ნუცუბიძის აზრით, აუცილებელია ყველა ბაღს ყავდეს ფსიქოლოგი. „ფსიქოლოგი საჭიროა იმისთვის, რომ პროცესი შემოატრიალოს ბავშვისთვის  სასარგებლოდ, ბავშვების უკეთ განვითარებისთვის ფსიქოლოგმა უნდა მისცეს მიმართულება აღმზრდელებს, ასევე სასურველია მშობლებმაც მიიღონ ფსიქოლოგის რეკომენდაცია“ – განაცხადა თეონა ნუცუბიძემ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები