LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ სურს კომპანიების ნაწილს ბიზნესსაქმიანობა საქართველოს რეგიონებში

ბიზნესკატალოგი „ბია“ საკუთარ ონლაინბაზაში 27 000-მდე ფუნქციონირებად კომპანიას ითვლის. მათი რეგიონული განაწილება ასეთია:

  • თბილისი -16973 კომპანია – მოქმედი კომპანიების 64%
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 2877 კომპანია – მოქმედი კომპანიების 11%
  • იმერეთი – 1920 კომპანია – მოქმედი კომპანიების 7%

დანარჩენი რეგიონების გადანაწილება:

  • ქვემო ქართლი – 1024 კომპანია
  • სამეგრელო- ზემო სვანეთი 944 კომპანია
  • კახეთი -916 კომპანია
  • შიდა ქართლი – 692 კომპანია
  • სამცხე ჯავახეთი – 379 კომპანია
  • მცხეთა-მთიანეთი – 379 კომპანია
  • გურია -276 კომპანია
  • რაჭა ლეჩხუმი -ქვემო სვანეთი- 120 კომპანია

რეგიონი, სადაც მსხვილი კომპანიები არ ფიქსირდება რაჭა ლეჩხუმი -ქვემო სვანეთია. „ბიას“ ცნობით, აღნიშნული  რეგიონი ბიზნესის კეთების მიმართულებითაც ასევე ბოლო ადგილზე გვხვდება სტატისტიკურ მაჩვენებლებში.

როგორც „ბიზნესკურიერს“ „ბიას“ წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ განუცხადა, კომპანიების რეგიონალური განაწილება მეტად არაპროპორციულია და ორგანიზაციათა უმეტესი ნაწილი – 64%  თავს იყრის თბილისში. მისი თქმით, მსგავსი არაპროპორციულობა ვლინდება როგორც ბიზნეს, ასევე დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მაჩვენებლებშიც. პატარიძე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ რეგიონალური განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

არსებული მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, დასაქმებულთა 65% ასევე თბილისზე მოდის, მას მოსდევ აჭარა 9.5%-ით, შემდეგ კი იმერეთი -7%-ით, როგორც ვხედავთ განსხვავება თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის საგრძნობლად მაღალია რაც საშუალო თვიური ანაზღაურების მაჩვენებელშიც ნათლად ჩანს.  თუ ქვეყნის მასშტაბით საშუალო ანაზღაურება 1107ლარს აღწევს, თბილისში აღნიშნული მაჩვენებელი 1247 ლარია, აჭარაში – 905 ლარი, იმერეთში – 738 ლარი,  ხოლო ყველაზე მინიმალური მაჩვენებელი ფიქსირდება შიდა ქართლში -558 ლარი.