LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაიდო ”სამოსელი პირველის” პრემიერა

3

31 მაისს თათა სადრაძის გადაცემაში ”არტ-FM” მარინა სალუქვაძემ პროექტის ”სამოსელი პირველი” რამდენიმე დღით გადადებულ პრემიერასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

– როგორც იცით, ეს ძალიან მასშტაბური პროექტია, რომელიც საკუთარ თავში უამრავ კომპონენტს – ორკესტრს, გუნდს და ბალეტს, დრამის მსახიობებს და ოპერის სოლისტებს აერთიანებს, ასევე მოითხოვს მეტად სპეციფიკურ ეფექტებს. წარმოდგენის მაღალ დონეზე ჩასატარებლად დამატებითი აპარატურის დაქირავება მოგვიხდა, რომელმაც სწორედ გენერალური რეპეტიციის წინ გამოავლინა ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტექნიკოსი მუშაობდა, მაინც ვერ შევძელით ხარვეზის დროულად აღმოფხვრა და პრემიერა 1 და 2 ივნისისთვის გადავდეთ. თვითონაც ძალიან აღელვებულები ვართ, უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მაყურებლის წინაშე და გვინდა, რომ ყველაფერმა უმაღლეს დონეზე, ნებისმიერი ხარვეზის გარეშე ჩაიაროს.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები