LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირთ ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

90

გადაცემის ლაივი

ნებისმიერი ადმიანის ცხოვრებაში დგენა მომენტი, როცა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს შეიძლება იყოს ახალ ცხოვრებასთან სამსახურთან, პირადი საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ზოგჯერ ადამიანები ვერ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებებს. რატომ უჭირთ ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თეო გუბიანური.

რამდენად გამოირჩევიან ადამიანები ფსიქოლოგიური თავისებურებებით?

ადამიანები დაბადებიდან ვაკეთებს არჩევანს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება იოლია, ზოგის არც ისეთი მარტივი, ხოლო არსებობს საკითხები, რომლის გადაწვეტაც შესაძლოა სერიოზულ პრობლემად გვექცეს.

ადამიანები, ჩვენი ფსიქოლოგიური თავისებურებებით გამოვირჩევით ერთმანეთისგან. სწორედ ამის გამო, ერთისთვის უმნიშვნელო საკითხი, მეორესთვის შესაძლოა დილემა იყოს. გვიკვირს ერთმანეთის: „რა ვერ გადაწვიტე?“. „რაღაც უნდა შეცვალო!“ „რამე ქენი!“…. ალბათ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ არავის მოსწონს გაურკვევლობაში ყოფნა და რომ შეეძლოს მართლაც შეცვლიდა რაიმეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება რთული პროცესია.

მსგავსი გავრცელებული პრობლემური საკითხები ძირითადად შესაძლოა იყოს, სამსახურთან, ფულთან, პირად ურთიერთობებთან, ცხოვრებისეულ ცვლილებებთან – საცხოვრებელი გარემოს გამოცვლა, სხვა ქვეყანაში წასვლა, ცხოვრების სტილის ცვლილება, რაიმე ჩვევისათვის თავის დანებება ….

რა ეტაპებს გადის ადამიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

ფორმალურად, რომ ვთქვათ ეს ეტაპები ასეთია: ფიქრის წინა ეტაპი, რიდესაც ჯერ არც კი ვიცით რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ რაიმე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რეალობაში ცვლილება საჭროა (მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემის გამო ცხოვრების სტილის შეცვლა), შემდეგ მოდის ფიქრის ეტაპი – ამ დროს ვხვდებით, რომ არსებული მდგომარეობა არ მოგვწონს და ნელნელა ვიწყებთ ფიქრს ცვლილებაზე (მგ: ვხვდებით რომ უკეთ ვიგრძნობთ თავს თუკი ღამე აღარ შევჭმთ) , გადავდივართ მომზადებაზე – უფრო და უფრო მეტად ვფიქრობთ  გადაწყვეტილების მიღებაზე, უკეთესად გვეჩვენება სამომავლო ცვლილება (მგ: უკვე შევძელი ერთი-ორჯერ თავის შეკავება, რომ ღამე არ მეჭამა) და საბოლოოდ, მოქმედების ეტაპზე ვახორციელებთ ჩვენს არჩევასნ, ზოგიერთ შემთხვევაში არჩევანი საჭიროებს შენარჩუნებას, მგ: ცხოვრების სტიპის ცვლილება.

როგორ აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიქრის პროცესი?

ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ პროცესს კარგად ასახავს ჩვენი ქცევები, ფიქრი გადასაწყვეტ თემასთან დაკავშირებით იპყრობს ჩვენს ცნობიერებას, ვფიქრობთ მასზე გამუდმებით, ვსაუბრობთ ახლობლებთან, ეს ფიქრის ეტაპია, ამ დროს მუშავდება საკითხი ჩვენს ცნობიერებაში. გარემო  გადაწყვეტილების მიღების პროცესსში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გარდა იმისა, რომ ჩვენი ინტერპერსონალური მოთხოვნილებები გვალაპარაკებს სხვა ადამიანებთან სხვადასხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემის შესახებ, ერთი მხრივ, შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს არის საკუთარ თავთან ხმამაღლა ლაპარაკი, რაც გვეხმარება ინფორმაციის გადამუშავებაში და დალაგებაში, მეორე მხრივ ეს შესაძლოა დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, როგორც რისკი სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის.  ზოგიერთი ადამიანი ბავშობიდან მიჩვეულია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, შესაბამისად ეს უნარი უკვე გავარჯიშებული აქვს, თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, ვის მაგივრადაც ყოველთვის სხვა იღებდა გადაწყვეტილებას, შესაბამისად მისთვის დამოუკიდებლად ამის გაკეთება უკვე პრობლემურია.

სტრუქურაში რომ ჩავსვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეფექტური  ფსიქოლოგიური მექანიზმია – პირველ რიგში ხდება გადაწყვეტილების იდენტიფიცირება, ანუ ვაცნობიერებეთ რა ტიპის გადაწყვეტილებაა მისაღები, შემდგომში მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, ალტერნატივების განხილვა, წარმოვიდგენთ თუ რა იქნება მას მერე რაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, კვლავ განვიხილავთ სხვა შესაძლო ვარიანტებს და ამის შემდეგ გადავდივართ მოქმედებაზე, არჩევანის გაკეთების შემდგომ მნიშვნელოვანია შევაფასოთ ის და მისი შედეგები.

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

  1. საკითხის გარშემო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ და აფექტურად არ მივიღოთ გადაწყვეტილება2,
  2. ყოველთვის გავნიხილოთ სხვა შესაძლო ვარიანტები.
  3. კარგად წარმოვიდგინოთ რა შედეგს მოგვიტანს ცვლილება
  4. ნებისმიერი აზრი, რომელიც ჩნდება ამ დროს, აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ
  5. ხმამაღლა ფიქრი, ან ვინმესთან საუბარი კარგი აზრია, როდესაც სხვა არის მსმენელის პოზიციაში
  6. შეიძლება საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სხვისი აზრი მოვისმინოთ, თუმცა უნდა შეგვეძლოს ამ ინფომრაციის გაფილტვრა, რომ ზეგავლენის ქვეშ არ მოვექცეთ
  7. გადაწყვეტილება არის ჩვენი მისაღები და ნებისმიერი შედეგისას ჩვენ უნდა ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა – ეს უზრუნველყოფს ადამიანის ფსიქოლოგიურ წონასწორობას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები