რატომ უნდა ისარგებლოთ კუთვნილი შვებულებით –  7 რჩევა ფსიქოლოგისგან

3

გადაცემის ლაივი LIVE

სტრესი, გადაღლა, უძილობა – თუ ხვდებით, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები გახშირებულია, ესე იგი შვებულება გჭირდებათ. რატომ არის აუცილებელი შვებულება ორგანიზმისთვის და რა შედეგი შეიძლება დადგეს, როდესაც უარს ამბობთ შვებულებაზე – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია „კამარას“ ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე.

პროფესიული გადაღლა და სტრესი რამდენად ხშირია?

პროფესიული გადაღლის სინდრომი –  ეს ტერმინი დამკვირდა 1974 წელს, ამერიკელი ფსიქიატრის ფრედენ ბერგის მიერ, მან დაკვირვება აწარმოა სხვადასხვა პროფესიაში მომუშავე ადამიანებზე. ყველა უჩიოდა „გადაღლას და გადაწვას“, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე პროფესიულად. ისინი ხშირად აცდენდნენ სამსახურს. ჩვენს რეალობაშიც ძალიან ხშირია. დილით ადრე როცა იღვიძებენ და უკვე დაღლილები არიან, ეს არის ნიშანი რომ შვებულება სჭირდებათ. როდესაც ადამიანს უჭირს დილით ადრე ადგომა და არის გადაღლილი, ეს შეიძლება იყოს დეპრესიის მიზეზი.

წლის მანძილზე ხშირად შვებულებას არ იღებენ, რამდენად სწორია?

შეიძლება არ გრძნობდნენ დაღლას. თუ ადამიანი მუშაობს მისთვის საინტერესო სფეროში მუშაობს და ამაში იღებს ანაზღაურებას, ეს ძალიან აზარტულია. სამსახურით გატაცემა ეტაპობრივად ცხრილავს ადამიანის ცხოვრებიდან სხვადასხვა ინტერესებს, ამცირებს მეგობრებთან კომუნიკაციას. შემდგომში ეს იზრდება  პროფესიულ გადაღლაში. თუ ადამიანი არის ქრონიკულად გადაღლილი, უჭირს დილით ადგომა, ერღვევა კვების და ძილის რეჟიმი, არის გაღიზიანებული, კონცენტრაციის უნარი უქვეითდება, ასევე შეგრძენები, ეს ყველა ფაქტორი არის საყურადღებო და საჭიროა აიღოს შვებულება, დაისვენოს. ყველა ადამიანს განსხვავებული დასვენება მოსწონს, ზოგს პასიური, ზოგს უფრო აქტიური, ყველა შემთხვევაში ძილის ფაქტორია მნიშვნელოვანი. შვებულება არის ერთგვარი განტვირთვა რუტინული ყოფისგან.

შვებულების შემდეგ სამუშაო რეჟიში დაბრუნება რთულდება…

კი ასეა. თავი არ უნდა დაიტვირთოთ, ეტაპობრივად ნელ-ნელა უნდა მოიმატეთ სამსახურის  საათები. სხვათაშორის ხშირად შვებულებაში აგრძელებენ საქმის კეთებას, რაც არასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის განკუთვნილი შვებულება გამოიყენო იმისთვის, რომ დაისვენო.

7 რჩევა მაგდა ფერაძისგან:

  1. კვირაში ერთი დღე დღე დაუთმეთ საკუთარ თავს, აკეთეთ ის, რისი კეთებაც გიყვართ
  2. დღეში ერთი საათი დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას, თუნდაც ფეხით სეირნობას
  3. მოიწესრიგეთ კვების და ძილის რეჟიმი
  4. თუ თავს გრძნობთ გადაღლილად, ნუ დაელოდებით შვებულებას, აიღეთ რამდენიმე დღე დასასვენებლად
  5. იმისათვის, რომ დადებითი მუხტი დიდხანს გაგყვეთ, არ აკეთოთ შვებულების დროს საქმე მხოლოდ დაისვენეთ
  6. დასვენების შემდეგ საქმეს ეტაპოვრივად შეუდექით, ნუ დაიტვირთებით ერთბაშად
  7. ყოველი თვის ბოლოს, ხელფასზე დაიჯილდოვეთ თავი ნებისმიერი რამით, რაც სიხარულს და სიამოვნებას მოგიტანთ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები