LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ შეძლო თურქეთმა მასშტაბური ტერაქტისგან თავდაცვა

იმის მიუხედავად, რომ თურქეთი დიდი ხანია, ტერორიზმთან ბრძოლაში არის ჩართული და არაერთი ტერაქტი მოხდა ქვეყანაში, მორიგის პრევენცია ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ შეძლო. სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ „რაკურსში“ განაცხადა, რომ ძალიან ძნელია ტერორიზმისგან თავის დაცვა, რადგან ტერორისტების ქმედებებს ლოგიკა არ აქვს და მუდმივი „ფარის“ პოვნა მოსახლეობის დასაცავად ძლიერი და განვითარებული ქვეყნებისთვისაც რთულია.

შეძლებს თუ არა მსოფლიო ტერორიზმის დაძლევას და გამოიწვევს თუ არა მიგრანტების ნაკადის ევროპაში შესვლას ქსენოფობიური ტალღების აგორებას; ამასთან, ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში შესუსტდება თუ არა დიდი ბრიტანეთის თავდაცვა ტერორისტებისგან, რას დაკარგავს, ან რა სარგებელს მიიღებენ „ბრექსიტით“ დიდი ბრიტანეთი და ევროპა, მოისმინეთ გადაცემა „რაკურსის“ აუდიოჩანაწერი.

 

 

გადაცემის ჩანაწერი