LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა და რა ხელშეწყობას საჭიროებს დარგი სახელმწიფოსგან

“ბიას“ ბიზნესკატალოგის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მონაცემებით 8.2%-ს შეადგენს. ამ დროისთვის ბიას მონაცემთა ბაზაშია 2400–ზე მეტი კომპანია ფიქსირდება, უმეტესობა შემდეგ დარგებში იყრის თავს: მეღვინეობა, ხილ-ბოსტნეულის მოყვანა და მეცხოველეობა.

როგორც „ბიას“ წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, თუ დავაკვირდებით კომპანიების გადანაწილებას ზომების მიხედვით, დარგში 8% – მსხვილი, 21% –  საშუალო და 71% კი მცირე კომპანიაა. პატარიძე ამბობს, რომ სხვა არსებულ დარგებთან შედარებით ეს ნორმალურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მისი თქმით, სოფლის მეურნეობის რეალური პოტენციალი გამოუყენებელია, მეტიც, წინა საუკუნესთან შედარებით შემცირებულია. „ეს შესაძლოა, აიხსნას მოსახლეობის მაღალი მიგრაციით სოფლიდან ქალაქში.

რაც შეეხება ექსპორტს, „ბიას“ ინფორმაციით, დარგში არსებული კომპანიების 17% -ს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძირითადად,  გააქვს ღვინო, თხილი და ჩაი.

„ბიაში“ ამბობენ, რომ არსებული ქვედარგების გარდა, საჭიროა სოფლის მეურნეობის სხვა ქვედარგების წინ წამოწევაც.