LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რბილი კანონი”: ბიზნესმა სოციალური პასუხიმგებლობა აიღო

7

თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 15 ივნისს, გვანცა ლაღიძის ”წარმატების ფორმულა” რადიო ”ფორტუნას” ეთერში განსხვავებული ფორმატით გავიდა.

გადაცემის სტუმარი ორგანიზაციის ”სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ”სიდა” აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი იყო.

ბიზნესკომპანიებმა, სამოქალაქო და აკადემიურმა ორგანიზაციებმა, მედიისა და სხვა პროფილის ორგანიზაციებთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი დააარსეს, რომელიც საკუთარი საქმიანობით მრავალი სოციალური პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ზვიად დევდარიანის განცხადებით, მეტად სპეციფიური თემაა, რომელზეც ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს. სინამდვილეში, ეს ორგანიზაციის, როგორც საზოგადოების წევრის დამოკიდებულებაა გარე პრობლემების, ინტერესების, პრიორიტეტების მიმართ და რაც მთავარია, ის არა სტატიკური წევრია, არამედ არსებული ვითერებიდან გამომდინარე ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებსა და აქტივობებს, ანუ კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისას, კონკრეტული ორგანიზაცია არა უბრალოდ აფიქსირებს მის გარშემო არსებულ ბიზნესგარემოს, არამედ სოციალური პროექტების სახით ახორციელებს დამატებით აქტივობებს.

ზოგადად კანონი არ ავალდებულებს ბიზნესს მსგავსი პროექტების განხორციელებას, თუმცა არსებობს ე.წ. ”რბილი კანონი” – ერთგვარი თვითრეგულირება, რომელიც ბიზნესმა სოციალური პასუხიმგებლობის სახით აიღო და საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას სოციალური პროექტების განახორციელებაზე.

ზოგიერთი კომპანია ამ სახის ინიციატივებს უკვე დიდი ხანია ახორციელებს, ზოგი კი, ამგვარ საქმიანობას ქველმოქმედებას ეძახის და როგორც წესი, ამას ერთჯერადი დახმარების ფორმა აქვს და არა სტრატეგიული პროექტების. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მრავალი განხორციელებული პროექტისა, არ არსებობს ორგანიზაციებს შორის კოორდინაცაია, კომუნიკაცია და კომპანიებს არ ქვთ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების საშუალება.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი, სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. თავდაპირველად დაფუძნებაში მონაწილეობაზე 20-მა კომპანიამ განაცხადა თანხმობა, მოგვიანებით კლუბს კიდევ 30 ორგანიზაცია შეუერთდა და საერთო ჯამში დამფუძნებელთა რიცხვა 50 შეადგინა, რომელთა შორის რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაც მოხვდა.

კლუბმა დაამტკიცა გამგეობის შემადგენლობა, ხელი მოაწერა ქარტიას, სადაც განისაზღვრა მთავარი პრინციპები და შემუშავა გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება დამფუძნებლებს. ასევე იგეგმება რამდენიმე სოციალური კამპანიის ორგანიზება, ბიზნესისა და მედიის შეხვედრა და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაც.

აუდიო ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები