რეზო ბლიაძე: “ერთადერთი ქავერი შესრულდება – ირაკლი ჩარკვიანის „მენატრება“

„8 მარტს, „Space Hall”ში, „რეზო და ბავშვების“ კონცერტზე წამოსვლას მოიფიქრებენ, რადგან გადაწყვეტილების მიღებაში მსურველებს დაეხმარება ის, რომ გაგვახმოვანებს საქართველოში საუკეთესო ხმის ოპერატორი, გიორგი გვარჯალაძე. მოგვემსახურება საუკეთესო აპარატურა და ტექნიკა, რომელსაც შემოგვთავაზებს „Geo Voice”. „რეზო და ბავშვები“, ფერები, პოზიტივი, სიყვარული და რაც შეიძლება ბევრი მოფერება – ეს არის ის, რასაც მსმენელს და მაყურებელს ვთავაზობთ. პროგრამა მრავალფეროვანი იქნება. ჩვენი ჯგუფი, ალბათ, ის ერთ-ერთი ცოტათაგანია, რომელიც საავტორო სიმღერებს მღერის და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად წამოვწიოთ ჩვენი საავტორო პოტენციალი. ძირითადად, 99% „რეზო და ბავშვების“ საავტორო სიმღერები იქნება. შესრულდება ის, რაც მაყურებელმა და მსმენელმა უკვე კარგად იცის. ასევე, სტუმრებს ოთხ ახალ ქართულენოვან სიმღერას შევთავაზებთ. მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომელიც კლიპთან ერთად უკვე დაიდო და სამი სიურპრიზად გვაქვს შემონახული. ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი კონცერტია იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი კონცერტი, სადაც ბილეთი გაიყიდება. გვაქვს ერთი, ძალიან კარგი სიურპრიზი. მხოლოდ ერთადერთი სიმღერის ქავერ ვერსია შესრულდება კონცერტზე და ეს იქნება „მენატრება“, რომლის ოფიციალური უფლებაც მოიპოვა ჯგუფმა“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში რეზო ბლიაძემ 8 მარტს დაგეგმილი კონცერტისა და  სიურპრიზების შესახებ ისაუბრა. ჯგუფის „რეზო და ბავშები“ სოლისტმა ყურადღება საავტორო მუსიკაზე გაამახვილა და კოლეგებს მოუწოდა, წარმატება უსურვონ ერთმანეთს ქართული საქმის კეთებაში.