LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისკები, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს

 

საკრედიტო პორტფელის შემცირება, ფულადი ნაკადების შემოდინების კლება,  ინვესტორების ნაკლები ინტერესი და ეკონომიკური სიტუაციის გამწვავება ის მთავარი ფაქტორებია, რამაც შესაძლოა, ეკონომიკური ზრდაზე ეროვნული ბანკის პროგნოზი არ გაამართლოს.

ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ეკონიმიკური ზრდის პროგნოზი 5, 5%-ია, 2019 წლისთვის კი – 5%.

„ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად კვლავ წმინდა ექსპორტი დარჩება, თუმცა საგრძნობი იქნება მოხმარებისა და ინვესტიციების წვლილიც, დაგეგმილი ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო აქტივობის ზომიერი ზრდის ფონზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ თუ ქვეყანა ზემოთხსენებული რისკების წინაშე დადგა, ეს თავის მხრივ, მოხმარებაზე, ბიზნეს განწყობებსა და ინვესტიციებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე ნაკლებად ზრდას გამოიწვევს.