LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოიცნოთ, ბავშვი მორცხვია თუ ჩაკეტილი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

63

ფსიქოლოგები  კომუნიკაციის უნარებს განსაზღვრავენ როგორც პიროვნების ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობას, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ადამიანებთან  ეფექტურ ურთიერთობას. კომუნიკაციის უნარის განვითარება ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ურთიერთობის უნარი მოიცავს რამდენიმე ფაქტორს. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი მარიკა გოგიაშვილი.

რა იგულისხმება ურთიერთობის უნარში?

ურთიერთობის უნარი მოიცავს  სხვა ადამიანებთან კონტაქტის სურვილს, ორგანიზება გაუკეთოს ურთიერთობას (მე შემიძლია), რაც ნიშნავს თანამოსაუბრის მოსმენას, ემოციური თანაგანცდის უნარს და კონფლიქტური სიტუციის მოგვარების უნარს, ასვეე, ურთიერთობის უნარი გულისხმობს ნორმების და წესების ცოდნას, რომელიც უნდა დავიცვათ სხვებთან ურთიერთობისას.

ბავშვებს, 5-6 წლის ასაკში  უკვე შეუძლიათ შეთანხმება თავიანთი ქმედებების თანატოლებთან, შეუსაბამონ საკუთარი ქცევები საზოგადობრივ ქცევის ნორმებს. ამ ყველაფერს ბავშვი  სწავლობს ოჯახში, ბავშვებთან  და უფროსებთან ურთიერთობისას, იქნება ეს მასწავლებელი, აღმზრდელი თუ მშობელი. სოციალური ურთიერთობის უნარები დამოკიდებულია ტემპერამენტზე, მაგრამ  ბავშვების უმეტესობა  ცდილობს  დაამყაროს მეგობრული კონტაქტები თანატოლებთან. ბავშვმა, რომელიც ნაკლებს ურთიერთობს თანატოლებთან, არ იცის როგორ იურთიერთოს როგორ იყოს საინტერესო მათთვის, თავს გრძნობენ უარყოფილად. ამან შეიძლება გამოიწვიოს  დაბალი თვითშეფასება და ჩაკეტილობა. აუცილებელია რომ დავეხმაროთ ბავშვს დაარეგულიროს ურთიერთობები თანატოლებთან, რადგან ეს არ გახდეს პიროვნების განვითარების შემაფერხებელი.

https://www.youtube.com/watch?v=GE-W9lNMcq4&feature=youtu.be

როგორ უნდა ამოვიცნოთ, არის თუ არა ბავშვი ჩაკეტილი?

ყველაზე  მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ იქცევა ბავშვი ყოველდღიურ სიტუაციებში, როგორ თამაშობს ბავშვებთან, როგორ იქცევა როდესაც სახლში ბევრი უცხო ადამიანია. ბავშვს, რომელსაც აქვს პრობლემები ურთიერთობებში ეშინიათ თანამოსაუბრესთან თვალებში შეხედვა, ხშირად აქვს ისეთი ჩვევები როგორიც არის ფრჩილების კვნეტა, სხეულის ნაწილების მოძრაობა, მაგ: თავის, მხრების.

ხშირად მშობლებს, აღმზრდელებს და მასწავლებლებს აწუხებთ  ბავშვის ისეთი ინდივიდუალური განსაკუთრებულობები, როგორიცაა პასიურობა , სიჯიუტე, ეგოიზმი, აგრესიულობა, სისასტიკე, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიშები, ტყუილი და ა.შ. გარდა ამისა უფროსები ხშირად ვერ იგებენ რატომ არ ჰყავს ბავშვს მეგობრები, ვერ ამყარებს ურთიერთობას მაგალითად  და/ძმასთან, არ დადის სასეირნოდ. იმისათვის რომ ბავშვს დავეხმაროთ კომუნიკაციური პრობლემების მოგვარებაში, პირველ რიგში უნდა გავიგოთ მიზეზი. ეს მიზეზები შეიძლება იყოს: არახელსაყრელი პირობები ოჯახში-არათანმიმდევრული აღზრდა, უგელებელყოფა ან გადაჭარბებული მოთხოვნები ბავშვის მიმართ. საყურადღებოა, რომ ბავშვის ჩაკეტილობა შეიძლება განვითარეს რომელიმე გარე ფაქტორის ზემოქმედებით, ეს შეიძლება იყოს ძალადობა სკოლაში, ბულინგი თანატოლების მხრიდან. ასევე, ჩაკეტილობის მიზეზი შეიძლება გახდეს ხშირი ავადობა და იზოლაცია, როდესაც ვერ ეკონტაქტება თავის თანატოლებს, დიდი დოზით ურთიერთობა ციფრულ ტექნოლოგიებზე. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერამენტი, მაგ: მელანქოლიური ტემპერამენტი ხასიათდება დაბალი აქტიურობით, თავშეკავებულობით, სუსტად გამოხატული გრძნობებით, ამ ფონზე  შეიძლება განვითარდეს გაუცხოება, ჩაკეტილობა, შფოთვა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. ბავშვებს ასევე აშინებთ ახალი გარემო და  უცხო ადამიანები. მნიშვნელოვანია, მშობლებმა გამახვილონ ბავშვის დადებით მხარეებზე ყურადღება და ეს გაითვალისწინონ ბავშვთან ურთიერთობისას.

7 წელი ბავშის ცხოვრებაში არის კრიზისული, ბავშვი იწყებს ემოციურად რეგირებას, რაც მის გარშემო ხდება, ბავშვი იწყებს სწავლას, საკუთარი ემოციების მართვას, ის ხვდება, რომ  ემოციები ადეკვატური უნდა იყოს  სიტუაციის. უფროსები  ზოგჯერ ირჩევენ არასწორ ტაქტიკას,  ეჩხუბებიან  ბაშვებს მიზეზის გაურკვევლად. შედეგად ვიღებთ იმას, რომ კომუნიკაბელური , გულღია ბავშვი ხდება ჩუმი და ჩაკეტილი, უფრო და უფრო შორდება მშობლებს. შემდეგ ეს მდგომარეობა ღრმავდება. ამიტომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ბავშვების ემოციებს,  შევეცადოთ გავუმკლავდეთ მათი წარმოშობის მიზეზს და ბავშვს ვასწავლოთ ემოციების ამოცნობა.

რით შეიძლება იყოს გამოწვეული ბავშვებში სიტუაციისთვის შეუსაბამო ემოციური რეაგირება?

სიტუაციისთვის შეუსაბამო ემოციური რეაგირება შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ბავშვმა არ იცოდეს როგორ გამოხატოს ემოციები, ან  ხედავს რომ  მშობლები გამუდმებით ჩხუბობენ, ის ყველაფერს განიცდის შინაგანად და ეს განცდები აისახება მის ემოციურ რეაქციებში. ბავშვი ხდება უფრო ნერვიული.

დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებს ხშირად არ სურთ სხვებთან ერთად თამაში, რადგან ეშინიათ რომ შეიძლება მათზე უკეთესები იყვნენ. ბავშვები, რომლებსაც უარყოფით შეფასებას აძლევენ მშობლები ოჯახში, უნდათ რომ იყვნენ ყველგან და ყველაფერში პირველები, მაგრამ არ გამოსდით. მშობლის ყოველი  ურთიერთობა ბავშვთან,  შეფასება, დამოკიდებულება მის წარუმატებლობასთან ან წარმატებასთან  გავლენას ახდენს  ბავშვის საკუთარ თავთან დამოკიდებულებაზე.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი მორცხვია?

მორცხვობა  ხელს უშლის  ახალ ხალხთან ურთიერთობას, მეგობრობას და მიიღოს სიამოვნება  ურთიერთობებისგან. მორცხვობას თან ახლავს  უარყოფითი განცდები და მარტოობა, შფოთვა და დეპრესია. იყო მორცხვი – ნიშნავს  გეშინოდეს სხვა ადამიანების, ასეთ დროს ბავშვი რაღაც ემოციურ საფრთხეს გრძნობს. ასეთი ბავშვევები საკუთარ თავზე ნეგატიურად ფიქრობენ, რაც ასევე უკავშირდება თვითშეფასებას. ამიტომ  მნიშვნელოვანია  გაიზარდოს სამეგობრო წრე, რომ გამოუმუშავდეთ ქცევის განსაზღვრული სტილი. თუ თქვენი შვილი მორცხვია, ხშირად  დაპატიჯეთ სტუმრები მასთან. როდესაც სტუმრად მიდიხართ, თან წაიყვანეთ. ნუ ცდილობთ ბავშვის ნაცვლად ყველაფრის გაკეთებას, მიეცით მას თავისუფლება.  მორცხვმა ბავშვმა იცის როგორ უნდა იურთიერთოს სხვებთან, მაგრამ არ შეუძლია, არ იცის როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა, ხოლო ჩაკეტილ ბავშვს არ უნდა ურთიერთობა. ამიტომ ჩაკეტილ ბავშვთან მუშაობისას მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ იმაზე, რომ გაუჩნდეს ბავშვებთან ურთიერთობის სურვილი, განუვითაროთ კომუნიკაციის უნარები.

 

7 რჩევა მარიკა გოგიაშვილისგან:

  1. ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეებზე და გამოიყენეთ ეს ბავშვთან ურთიერთობის დროს;
  2. ხშირად დაუპატიჯეთ სტუმრად ბავშვები, საკუთარ სივრცეში ბავშვი გააქტიურდება და მეტ ინტერეს გამოიჩენს თანატოლების მიმართ;
  3. მოუსმინეთ ბავშვს ყურადღებით, როდესაც ის თავის ამბავს გიყვებათ. იყავით ისეთივე თავაზიანი როგორც თქვენს მეგობრებთან;
  4. მიეცით საშუალება იმოქმედოს დამოუკიდებლად;
  5. ხშირად ესაუბრეთ ბავშვს, დაეხმარეთ ვერბალურად გამოხატოს საკუთარი გრძნობები და ემოციები;
  6. სხვებთან ურთიერთობას ბავშვი სწავლობს უფროსებისგან, უყალიბდება საკუთარი თავის და სხვების შეფასება, თანაგრძნობა სხვა ადამიანების მიმართ;
  7. გაატარეთ მეტი დრო ბავშვებთან, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, აგრძნობინეთ, რომ გიყვართ.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები