LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულება ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

14

დამოკიდებულებები არის სხვადასხვა სახის. სტატისტუკურად გამოიკვეთა რომ, ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე ხშირია ნივთიერებზე დამოკიდებულება. ამას ამტკიცებს აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ხშირი მიმართვიანობა. თუმცა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ არანაკლებ საგანგაშო სტატისტიკაა ტექნიკურ საშუალებებზე დამოკიდებულების კუთხითაც. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოანალიტიკოსი მაია ბოჭორიშვილი.

რას ნიშნავს დამოკიდებულება?

დამოკიდებულება შეიძლება ითქვას, რომ არის გარკვეული დიაგნოზი. არსებობს მნიშვნელოვანი ფსიქიკური  ჯანმრთელობის დიგნოსტიკის და სტატისტიკის სახელმძღვანელო, რომელშიც ყველა აქტუალური მდგომარება და აშლილობაა ასახული. დამოკიდებულებები არის ერთ-ერთი ყველა ინტენსიური თავი ამ წიგნში.  დამოკიდებულებების აშლილობებში ყველაზე სწრაფად მზარდია კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულება. დიდი ალბათობით, დროთა განმავლობაში, დამოკიდებულება ტექნოლოგიურ საშუალებებზე გახდება დიაგნოზი. დღეს მომართვიანობის თვალსაზრისით, ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე აქტუალური ნივთიერებებზე დამოკიდებულებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტექნიკის მიმართ ბავშვების მიდგომა არის საგანგაშო, უბრალოდ ნივთიერებაზე დამოკიდებულება უფრო თვალში საცემია.

რამდენად სწორია ბავშვებისა და მოზარდებისთვის ტექნიკის აკრძალვა?

ბავშვებთან და მოზარდებთან რადიკალური, ამკრძალავი  ფორმებისა და მეთოდების მომხრე არ ვარ. აკრძალვებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს რბილი ფორმით უნდა მოხდეს, რომ არ გამოიწვიოს უკუშედეგი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებულმა მსოფლიო კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერნეტის მოხმარება მსოფლიოში 750 მილიონიდან 3 მილიარდამდე გაიზარდა. 30% გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა განვითარებულ ქვეყნებში, განვითარებად ქვეყნებში კი 30-დან 40%-მდე. ადამიანები, რომლებიც სოციალური ბრენდებით სარგებლობენ ხშირად, ხდებიან დამოკიდებულები, კერძოდ ისინი, ვინც  მოიხმარენ ტექნიკას გართობისთვის და არა საჭიროებისამებრ. კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც მიჯაჭვულები არიან სოციალურ მედიაზე, მათ აქვთ ნარცისული შეფასების პრობლემები და დაბალი თვითშეფასება.  სოციალური მედია ქმნის  სივრცეს, რომელიც ძალიან მიმზიდველია, განსაკუთრებით მოზარდისთვის. ეს სივრცე მას აძლევს საშუალებას თავი მოაწონოს ბევრ ადამიანს, შეიძლება ერთი აქტივობით იმდენი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოხდეს, რასაც ინდივიდუალური ურთიერთობის დროს ვერ მოახერხებს. რაც უფრო ძლიერია ეგო, მით ნაკლებია შანსია რომ დამოკიდებული გახდე.

https://www.youtube.com/watch?v=rKXwJQop0cA&feature=youtu.be

 7 რჩევა მაია ბოჭორიშვილისგან:

  1. თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ სოციალური მედიის გარდა ვერაფერზე ფიქრობთ, მიაქციეთ ამას ყურადღება.
  2. დააკვირდით, თუ გიჭირთ დათმოთ ტელეფონი და ტექნიკა, დაარეგულირეთ აღნიშნული საკითხი.
  3. თუ ამჩნევთ, რომ შეგიძლიათ გადადოთ სხვა აქტივობები, სოციალური ქსელების გამო, ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოსაგვარებელია.
  4. როდესაც მშობლები და მეგობრები აღნიშნავენ თქვენს ზედმეტ ჩართულობას სოციალურ ქსელებში, დაფიქრდით ამ საკითხზე, მიზეზებზე და არ უგულებელყოთ მათი აზრი.
  5. თუ სოციალური ქსელებით და ტექნიკით სარგებლობას მაშინ იწყებთ, როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ და  გშველით, ეს სერიოზული პრობლემაა და არ დატოვოთ საკითხი ყურადღების გარეშე.
  6. თუ ოთახში სინათლეა ჩამქრალი და ბავშვი ზის კომპიუტერთან ერთი და იგივე პოზაში რამდენიმე საათი, ეს ასევე სერიოზული პრობლემაა და მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს შვილს.
  7. ძილის რეჟიმის დარღვევა მოზარდებში არის სერიოზული პრობლემა, მიაქციეთ ყურადღება ბავშვებს, ძილის წინ საწოლში ხომ არ აქვთ ტელეფონი და არ დატოვოთ ყურადღების გარეშე ეს საკითხი.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები