LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიწერა ,,ოქროს ტალღის“ გამარჯვებული სიმღერა ,,ნამი ველს“

7

28 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს მუსიკალური კონკურსის ”ოქროს ტალღის” გამარჯვებული და ,,წლის სიმღერის” ტიტულის მფლობელი ნიაზ დიასამიძე სტუმრობდა.

– ნიაზ, რა ემოცია გქონდათ, როცა ”ოქროს ტალღის” გამარჯვებული გახდით? 

– რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს ნამუშევარს ასეთი გამოხმაურება აქვს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას და პირველ რიგში ჩვენს მსმენელს.

– რამდენადაც ვიცი, ახალ ალბომზე მუშაობთ. როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი?

– სამუშაო პროცესი მთელი წელია გრძელდება. ერთი ამოსუნთქვით არასდროს იწერება ალბომი, რადგან ჯერ გროვდება, ღვინდება და იფილტრება იდეები. მერე ძველ ჩანაწერს უსმენ, რაღაც არ მოგწონს და ყველაფერს თავიდან იწყებ. უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა შეიძლება დავარქვათ ჩვენს ნამუშევარს ალბომი და ძალიან მალე ჩვენს მსმენელსაც შევთავაზოთ.

– თქვენი საყვარელი ინსტრუმენტი – ფანდური თუ გაჟღერდება ახალ ალბომში?

– ალბომის სამუშაო სათაური ”ფანდურია”, რადგან ამ ინსტრუმენტის გარშემოა ყველაფერი აწყობილი და სწორედ ის გვაწვდის სიმღერების შექმნის მთავარ იდეებს. სხვათაშორის ”ოქროს ტალღის” გამარჯვებული სიმღერა ”ნამი ველს” ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მაშინ დავწერე, როცა ფანდურზე დავიწყე დაკვრა. ბევრისთვის ფანდური სამსიმიანი მარტივი ინსტრუმენტია, თუმცა სინამდვილეში მას განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს და მხოლოდ შემსრულებელზეა დამოკიდებული, რას იპოვნის მასში. იმედია, მომავალი თაობაც გააგრძელებს ძებნას, რადგან ის ჩვენი წინაპრებისგან წამოსული და ჩვენში გატარებული უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები