LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავგეგმოთ სწორად სოციალური ქსელით კამპანია – FM ქოუჩი

11

სოციალურ ქსელებს დღეს დიდი ძალა აქვს. სოციალური ქსელით წარმოებული კამპანია დღეს შეიძლება იმაზე მეტად წარმატებული აღმოჩნდეს, ვიდრე მედიის მიერ გაშუქებული. სოაციალური ქსელები მსოფლიო მასშტაბით არის პოპულარული, მათი მომხმარებლების რიცხვი კი სულ იზრდება.  როგორ დავგეგმოთ სწორად სოციალური ქსელით კამპანია  – გადაცემის “FM ქოუჩი” ტრენერი ზურაბ ბალანჩივაძეა.

 

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, სანამ სოციალური ქსელით კამპანიას ავაწყობთ?

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა კამპანიას ვაკეთებთ და რა სეგმენტზეა გათვლილი. კამპანიაში ჩასართველი ადამიანები შედეგზე ორიენტირებილები უნდა იყვნენ. დღეს ბევრი ადამიანია დარეგისტრირებული სოცქსელში, შესაბამისად კამპანიების უმრავლესობა შეგვიძლია მოვარგოთ ამ სივრცეს. აუცილებელია საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა, რომელიც  მოიცავს იდეებს, მისიას, მიზანს, ამოცანებს და ეტაპობრივად მათი განხორციელება უნდა დაიწყოთ.

 

რამდენად მნიშვნელოვანია სლოგანი, როცა კამპანიას ვიწყებთ სოციალური ქსელით?

სლოგანი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, სლოგანი უნდა იყოს სამიზნე სეგმენტისთვის გასაგები, მარტივი და არ უნდა იყოს ამოვარდნილი ყოველდღიური ლექსიკიდან. იგივე შეიძლება ითქვას ლოგოზე. თანაბარი დატვირთვა აქვს ტექსტს და  ფოტოს, თუმცა ვიზუალური მახსოვრობიდან გამომდინარე პირველად აფიქსირებ ფოტოს და შემდეგ ტექსტს.

დღეს მთელი ასპარეზი Facebook-ზეა გადასული. თუმცა სოციალურ ქსელს აქვს თავისი მინუსი, მაგალითად, შეიძლება მოხდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ყალბ ინფორმაციას არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც ებრძვიან.

 

რომელი კამპანიები ამართლებს ყველაზე ხშირად?

ამართლებს საახალწლო თემებზე აგებული, ასევე ბიზნეს კამპანიები, ან ახალ სერვისსა და პროდუქტთან დაკავშირებული კამპანიები. საყურადღებოა, კამპანია მოკლევადიანია თუ გრძელვადიანი, მოკლევადიანი კამპანია შედეგს ერთ თვეში დადებს, ხოლო გრძელვადიანი კამპანიის გამართლება შეიძლება წლის ბოლოს გაიზომოს. იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ვაწარმოოთ კამპანია მინიმუმ სამი ადამიანია საჭირო, რომლების იმუშავებენ ვიზუალზე, ტექსტებზე და ნიუსების მოძიებაზე.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები