LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავსაქმდეთ ონლაინ და როდემდე ექნებათ ამის შესაძლებლობა სამსახურის მაძიებლებს

დასაქმების ონლაინ-ფორუმზე ბიზნესკომპანიები ბოლო ერთი კვირაა განსაკუთრებით გააქტიურდნენ. როგორც „ეიჩ არ ჯის“ რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, ეს არის ძალიან საინტერესო ფორუმი, რომელიც დასავლეთ რეგიონისთვის ცალკე იმართება. „აქ კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით არიან წარმოდგენილები, ეს სფეროებია: წარმოება, მიკროსაფინანსო სექტორი, სადაზღვევო, რითეილი, თითოეულს აქვს 20-მდე ვაკანსია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამას ემატება ვაკანსიები ყოველდღიურად. ეს ფორუმი 18 მაისს ბათუმში დასრულდა დასავლეთ რეგიონისთვის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 8 ივნისადმე გაგრძელდება“, -აცხადებს შახბაზიანი.

მისი თქმით, ვაკანსიების ძირითადი ნაწილი დამწყებ პოზიციებზეა, ვისაც დიდი გამოცდილება არ სჭირდება. „ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს ფორუმი სტუდენტებისთვის იმართება. არის ასევე უფრო სტაჟირების და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებიც“- აცხადებენ დასაქმების სააგენტოში.