როგორ ესმით საქართველოში მენეჯერობა – FM ქოუჩი

როგორ ესმით საქართველოში მენეჯერობა – FM ქოუჩი

კომპანიის წარმატება დამოკიდებულია მენეჯმენტის მართვის სტილზე. ქართული და უცხოური მართვის სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება. შეცდომები, რომელსაც მენეჯმენტი უშვებს, კომპანიის და გუნდის წარმატებაზე უარყოფითად აისახება. რა არის შესაცვლელი ქართულ მენეჯმენტში – გადაცემის „FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ანდრო დგებუაძე.

 

როგორ ესმით საქართველში მენეჯერობა?

მენეჯერობა ნიშნავს მართვას, თუმცა ქართველისთვის ძირითად კონტროლს. ჩვენთვის კონტროლი ხშირ შემთხვევაში მართული სიტუაციის სინონიმია. მენეჯერი გაცილებით მეტია, ვიდრე კონტროლი. მენეჯერს სჭირდება გრძელვადიანი ხედვა და კონტროლი იმისა, რაც უნდა დათესოს. მენეჯერი მუდმივად უნდა იზრდებოდეს, ასწავლიდეს გარეშემომყოფებს. თუ გარემო არის არაჯანსაღი, საბოლოო ჯამში შედეგს ვერ მივიღებთ.

შეზღუდვები, რომელსაც მენეჯმენტი აწესებს, არის თუ არა დემოტივატორი?

მაგალითად, მე დროის კონტროლში ვარ ნულოვან ზღვარზე და თუ ვინმე მეტყვის, რომ დრო უნდა გამიკონტროლოს, ალბათ პირველი დავკარგავ სამსახურს. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლების სივრცე, რომ არ იყო დაკომპლექსებული და გახდეს კრეატიული, თუმცა ეს არ უნდა გადადიოდეს ზღვარს.

ქართველი მენეჯერების ყველაზე დიდი შეცდომაა, რომ არ ფიქრობენ და არ აანალიზებენ რა არის “შეცდომა”. საფრანგეთში მომიწია ყოფნა ღონისძიებაზე. როცა ეს ღონისძიება დამთავრდა, დამსწრე საზოგადოებამ გააკეთა ანალიზი, რა მოეწონათ, რა  – არა. ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, სწორედ ეს არის მათი კულტურა, გადახედონ ყველაფერს, უნდა იყო კრიტიკული და ცივი გონებით თქვა რა შეცდომა დაუშვი. ეს პროცესი გაზრდაში გვეხმარება. ჩვენ გვიჭირს შეცდომების აღიარება, რადგან თუ  საქართველოში აღიარებ შეცდომას, იარლიყი გეწებება, რომ ფეხზე ვერ დადგები. ჩვენ გჩვევია, თუ ვიღაცამ თქვა შემეშალაო, ჩვენს შეცდომებსაც იმ ადამიანს შევაწმინდავთ და “შევსდგებით”. შეცდომის აღიარებისთვის საქარველოში ბონუსი უნდა მისცე. „შემეშალას“ მიღმა დგას ნახევარი იდეა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ყველაფერი სწორად. მიხვდე რომ შეგეშალა ფაქტობრივად “შემოტრიალების წერტილია“.

 

რა არის შესაცვლელი ქართულ მენეჯმენტში?

ახლა მახსენდება აღმოსავლური ფრაზა: „ყოველთვის აკეთე ყველაფერი სტანდარტულად, მაგრამ ყოველთვის იფიქრე იმაზე, რომ ეს სტანდარტიი არ ვარგა“. ასეთ დროს, ერთი მხრივ შენ ხარ დისციპლინირებული, მოწესრიგებული, სანდო და მოლოდინს ამართლებ, თუმცა თან ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ზონიდან ვერ გადიხარ და ვერ იქნები კრეატიული. ეს ფრაზა სულ მახსოვს , სწორედ ასე შეგიძლია გააუმჯობესო სიტუაცია.

 

 

გადაცემის ჩანაწერი:

29 ნოემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები