LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქმნება ბრენდი – FM ქოუჩი

23

თანამედროვე მსოფლიოში ბრენდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბიზნესი ბრენდის და ბრენდინგის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია კომპანია LIVE Branding – ის დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი.

რა არის ბრენდი და ბრენდინგი?

ბრენდი არის ყველაზე ძვირფასი აქტივი, რაც კი კომპანიას შეიძლება გააჩნდეს, ბრენდი არის ემოცია. თუ ბრენდი ვერ იწვევს ადამიანებში ემოციას, მაშინ ის უბრალოდ პროდუქტი ან სერვისია, რომელიც არავისგან და არაფრით გამოირჩევა. ბრედი არის დაპირება, რომელიც ყოველთვის უნდა შესრულდეს.

ბრენდინგი ბრენდის მართვის პროცესია, ადამიანების გონებაში ბრენდის აღქმის მართვა, კომუნიკაციის დინამიკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბრენდინგი არის ბრენდის ქცევა, რადგან ყველაფერი რასაც ბრენდი აკეთებს კომუნიკაციაა.

რა როლი აქვს ბრენდს ბიზნესის განვითარებაში?

თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ბიზნესი ბრენდის გარშემო შენდება, ბრენდი ბიზნესია – ბიზნესი ბრენდია. თუ ხარ ძლიერი ბრენდი მაშინ:

  • გაქვს მაღალი მარჟა;
  • მზარდი და/ან სტაბილური გაყიდვები; შესაბამისად სტაბილური შემოსავლები;
  • სწორად გეგმავ და ქმნი ახალ პროდუქტს და/ან სერვისს;
  • სწორად მართავ ბიზნესს და ყოველთვის იცი რა არ უნდა გააკეთო;
  • ბრენდით განსხვავდები, გამოირჩევი;
  • ბრენდით გაფასებენ, უყვარხართ და პატივს გცემენ;

ძლიერი ბრენდის შექმნის უპირველესი მიზანი არის ბიზნესმა გააკეთოს მეტი ფული, რაც მეტია ფული, მით უფრო მეტად ვითარდება კომპანია. სწორედ ეს არის ბრენდის შექმნის და ბრენდინგის უპირველესი დანიშნულება და არა “ლამაზი რაღაცეების” კეთება.

https://www.youtube.com/watch?v=gAxqwPqXR1k&feature=youtu.be

რა არის საჭირო ბრენდის შექმნისა და დაგეგვმისთვის?

ბრენდის შექმნისა და დაგეგვმისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა აცნობიერებდე ბრენდის და ბრენდინგის სასიცოცხლო მნიშვნელობას. შემდეგ უნდა დაგეგმო:

  • როგორ ბრენდს აშენებ? როგორი უნდა იყოს ის? რა არის მისი შინაარსი, იდეა და რა ემოცია, ვნება გამოძრავებს შენ;
  • შემდეგ ეს ყველაფერი ზედმიწვნით უნდა აღასრულო. თანაც მუდმივად.

ბრენდის შექმნა, ანუ რომ განაცხადო რომ შენ ბრენდი შექმენი, გრძელვადიანი მარათონია, ბრენდი არ იქმნება ერთი, ორი ან 5 წლის განმავლობაში, ეს გაცილებით გრძელვადიანი პროცესია.

თუ ბრენდი ხარ, მაშინ შენ ადამიანებში იწვევ ემოციას, სწორედ ემოცია აძლევს სტიმულს ადამიანებს იმოქმედონ – ანუ იყიდონ თქვენი პროდუქტი თუ სერვისი. როგორც ერთმა ძალიან ცნობილმა ფისქოლოგმა თქვა:

ემოცია გავმოძრავებს, ხოლო რაციონალს მივყავართ დასკვნებამდე. “Emotion leads to action, rational leads to conclusions”.

ბრენდს დასკვნები არ ჭირდება, ბრენდს ჭირდება რომ ის იყიდონ, იყიდონ ხშირად, დიდი ხნის განმავლობაში და თავის საფასო სეგმენტში ყველაზე მაღალ ფასად. კარგი ბრენდი სწორედ ამას ახერხებს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები