LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება ქალი ძალადობის მსხვერპლი ურთიერთობაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

50

გადაცემის ლაივი LIVE

ძალადობა ეს არის ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ ისეთი რამის მისაღწევად, რაზეც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია კლინიკის “ველესი” ფსიქოლოგი სალომე დვალიშვილი.

ძალადობის რა ფორმები არსებობს?

არსებობს ძალადობის რამდენიმე ძირითადი ფორმა, ესენია: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა.

ფიზიკური ძალადობა გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც ტკივილს აყენებს ადამიანს ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას.

ფსიქოლოგიური (მორალური, ემოციური) ძალადობა ვლინდება ნებისმიერი სახის ვერბალურ დონეზე, რომელსაც ადამიანი მიჰყავს თვითშეფასებისა და დათრგუნვიდან დაწყებული, ღრმა დეპრესიულ მდგომარეობამდე. ძალადობის ეს ფორმა ბევრად უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ფიზიკური ძალადობა.

ეკონომიკური ძალადობა ეს არის კაცის მხრიდან ქალის სხვადასხვა რესურსებისა და ფინანსების მიმართ ინტერესი და კონტროლის მცდელობა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ქალი ძალადობის მსხვერპლი ურთიერთობებში, აუცილებლად მიზეზები უნდა ვეძებოთ მეტწილად ბავშვობაში, მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას. ბუნებრივია მშობელს უპირობოთ უნდა უყვარდეს თავისი შვილი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობელი პირველ რიგში არის ადამიანი, რომელსაც თავისი პრობლემები, ემოციები და სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობები აქვს, შესაბამისად ბავშვი ხშირ შემთხვევაში მშობლებისთვის არის ერთგვარი “საცდელი კურდღელი”, რომლითაც ხშირად მანიპულირებენ. მსხვერპლის როლშია ის, ვისაც ბავშვობაში არავინ ჰყავდა მხარდამჭერი, ვისაც მშობლები უყვიროდნენ, აკრიტიკებდნენ, ის ვისაც ყოველთვის ადარებდნენ სხვა ბავშვებს, იშვიათად აქებდნენ. ასეთ დროს ბავშვი მუდმივად ცდილობს მშობლების განწყობაზე იზრუნოს და გაამართლოს მათი მოლოდინები.

მსხვერპლის როლისთვის დამახასიათებელია:

საკუთარ თავზე ბევრი რამის აღება. როცა ამბობს, რომ ყველაფერი მისი გასაკეთებელია სახლში ქალისა და მამაკაცის საქმე;

მუდმივად ფოკუსირება პრობლემებზე;

არ შეუძლია “არა”-ს თქმა;

სხვის პასუხისმგებლობებს იღებენ საკუთარ თავზე, როცა საკუთარი პასუხისმგებლობები და ჯამრთელობა აბსოლუტურად უგულებელყოფილია;

მსხვერპლისთვის დამახასიათებელია საკუთარ ოცნებებსა და სურვილებზე უარის თქმა, რასაც საბოლოო ჯამში მიჰყავს მსხვერპლი იქამდე, რომ უკმაყოფილოა საკუთარი თავითა და ცხოვრებით.

რა არ უნდა მოითმინოს ქალმა, იმისათვის რომ თვითშეფასება არ დაუქვეითდეს?

ქალმა არ უნდა მოითმინოს არც ერთი დისკომფორტი, რაც ექმნება მეწყვილესთან ურთიერთობისას, დაუშვებელია ძალადობის რომელიმე ფორმის მოთმენა. ყველა ჯანსაღი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის უნდა იყოს აგებული უპირობო სიყვარულზე, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემაზე.ზემოთ უკვე ვახსენეთ ფსიქოლოგიური ძალადობა, საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი წყვილს შორის ურთიერთობისას, შეიძლება ნაკლებად თვალშისაცემი იყოს და ქალი შესაძლოა ვერც კი ხვდებოდეს, რომ რეალურად ეს ძალადობაა. როდესაც ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას, საბოლოო ჯამში ესეთი ურთიერთობა ემსგავსება ერთგვარ “ბრძოლის ველს”, რაც ვერასოდეს მოუტანს ბედნიერებას წყვილს და პირიქით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ზეწოლისას მნიშვნელოვნად ქვეითდება თვითშეფასება, მცირდება თვითკმაყოფილება, შესაძლოა ქალი ჩაიკეტოს საკუთარ თავში და მივიდეს ღრმა დეპრესიამდეც კი.

ბუნებრივია მამაკაცი, რომელიც იყენებს ქალის მიმართ ძალადობას, ამას აკეთებს თავისი არასრულფასოვნების განცდის გამო, არარეალიზებულობის გამო, იმის გამო რომ ცდილობს თვითდამკვიდრებას, ასევე საკუთარი უპირატესობის ჩვენებას ქალთან მიმართებაში. ხშირია შემთხვევები როცა ქალის დამცირება ხდება სხვების თანდასწრებით, რაც კიდევ მეტად ამძიმებს ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მოძალადე არის სუსტი ადამიანი. ძლიერები არ ძალადობენ.

რა თვისებები ახასიათებს პოტენციურ მოძალადეს?

ის ყოველთვის ახორციელებს ტოტალურ კონტროლს პარტნიორის მიმართ. არის მესაკუთრე, რაც ხშირად იმაში გამოიხატება, რომ ყოველ წუთს პარტნიორთან ატარებს, ოღონდ მისთვის სასურველ დროს. ძალიან მალევე გაცნობიდან განეწყობა სერიოზულად ურთიერთობების მიმართ და შესაძლოა დაჟინებით ითხოვდეს სექსუალურ კავშირსაც. ის უარყოფითად საუბრობს ყოფილ პარტნიორებზე. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ქმედებებისა, რასაც პოტენციური მოძალადე ახორციელებს ქალის მიმართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული ქმედება არ განაპირობებს იმას, არის თუ არა მამაკაცი მოძალადე, ზოგადათ მათი ამოცნობა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით როცა პოტენციური მოძალადე არის შენიღბული და კარგად ასრულებს როლს.

რჩევები სალომე დვალიშვილისგან:

გააცნობიერეთ ხართ თუ არა მსხვერპლის როლში. როგორც წესი ფსიქოთერაპია ძალიან გვეხმარება ასეთი მდგომარეობების გარკვევაში.

გააცნობიერეთ თუ რა ზეწოლა ხორციელდება თქვენზე და ვის მიერ.

საკმარისი დრო დაუთმეთ პარტნიორთან ურთიერთობას და სანამ ურთიერთობებს დაასერიოზულებთ, გააცნობიერეთ, ხომ არ გაქვთ საქმე პოტენციურ მოძალადესთან.

საკუთარი ინტერესები ყოველთვის უნდა დააყენოთ წინა პლანზე პარტნიორთან მიმართებაში.

გააკეთეთ ის, რისი კეთებაც გსიამოვნებთ, მიუხედავად იმისა, რას იტყვიან სხვები.

შეეცადეთ მისცეთ საკუთარ თავს უფლება უბრალოდ იყოთ ბედნიერი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები