LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება სწორი მესიჯის ჩამოყალიბება პიარში – FM ქოუჩი

13

საკუთარი თავის ან კონკრეტული ბრენდის წარმოჩენისთვის აუცილებელი ფაქტორია პიარი. სწორი პიარის შედეგი ყოველთვის მომგებიანია. გადაცემაში „FM ქოუჩი“ პიარის მნიშვნელობაზე ტრენერი, თორნიკე გურული საუბრობს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებზე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, „სარკე ჯგუფში“, „ვისოლ ჯგუფში“, „საქართველოს ბანკში“, „პსპ ჯგუფში“. ჩატარებული აქვს 400-მდე ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში. 29 აპრილიდან  თორნიკე გურული ტრენინგს სწორედ პიარის ტექნოლოგიებზე  “ფორტუნა აკადემიაში“ ჩაატარებს.

 

რა არის გასათვალისწინებელი პიარში პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს?

ბოლო პერიოდში საქართველოში გაიზარდა ბრენდების შექმნა და ეს მიმართულება სულ უფრო ვითარდება. ბრენდი გლობალურად დაპირებაა, რომელიც შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის უნდა იყოს საინტერესო. საყურადღებოა ბრენდის სახელწოდება, ასევე აუცილებელია ბრენდის ნიშანი, გარდა ამისა, ბრენდის შეფუთვამდე უნდა მოხდეს საზოგადოების აზრის კვლევა. საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ პროდუქტი ისე, რომ დაინტერესდეს, უნდა გავიგოთ რა სურს საზოგადოებას.

 

როგორ ხდება სწორი მესიჯის ჩამოყალიბება და საზოგადოებისთვის მიწოდება?

მესიჯის ჩამოსაყალიბებლად არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. მესიჯი უნდა იყოს მარტივი, ადამიანებს არ უყვართ რთულ ტერმინოლოგიაზე დაფუძნებული მესიჯები. მნიშვნელოვანია, მესიჯის მოსმენის დროს ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ ის სწორედ მისთვის არის შექმნილი. ადამიანებს თუ არ შეუყვარდათ შენს მიერ შეთავაზებული პროდუქტი, ისინი მეორედ არ მოვლენ შენთან.

 

რამდენად აუცილებელია ორგანიზაციისთვის პიარ სტრატეგიის შემუშავება?

საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია აუცილებელია, ეს არის ნებისმიერი ორგანიზაციისთვის საჭირო, ერთგვარი  ცენტრალური დოკუმენტი. ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს კვლევა და გაიგოს რა ამოცანების წინაშე დგას კომპანია, რიგ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს ცნობადობის ამაღლების კამპანია და ამ მიმართულებით მუშაობა. ზოგადად, მნიშვნელოვანია ხალხთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, სოციალური ტიპის კამპანიის ჩატარება. პიარის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ფულს იღებს საზოგადოებისგან, საჭიროა სოციალურ აქტივობებში ჩაერთოს.

 

თორნიკე გურული ამბობს, რომ პიარის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია იმიჯი. მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ერთნაირი ტრენდია. ადამიანები უფრო მეტად უახლოვდენიან სოციალურ მედიას, ინტერნეტს და საზოგადოებასთან ურთიერთობა აქტიურად ხდება ონლაინ მიმართულებით.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები