LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მართოთ პროექტი – FM ქოუჩი

3

პროექტის მენეჯმენტი უკანასკნელ წლებში უმნიშვნელოვანეს ბიზნეს პროცესად იქცა, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისთვის. ცვალებადი გარემო და ახალი გამოწვევები აიძულებს ორგანიზაციებს სწარაფად მოერგონ ცვლილებებს და დახვეწონ მართვის მეთოდები. როგორ მართოთ პროექტი – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია პროექტ მენეჯერი, ტრენერი ილია რევია.

 

პროექტის მართვამდე საჭიროა მისი გეგმის შედგენა…

დღეს ბიზნეს გარემო აჩქარებული და კონკურენტულია. კლიენტი და ბაზარი კომპანიებისგან ელოდება სწარაფად გამოშვებულ პროდუქტებს, რომლებიც ხარისხიანიც იქნება და იაფიც.

უნდა გვქონდეს პროექტის შინაარსი, რომელშიც მოვიაზრებთ რა პროდუქტი გვინდა, რა ამოცანები უნდა შესრულდეს მისი ბაზარზე გასატანად. მნიშვნელოვანია ვადების განსაზღვრა და პროექტის ბიუჯეტი. საქართველოში უფრო მოკლევადიან პროექტებს აქვთ გამართლების შანსი, მაკროეკონომიკიდან და სამეზობლო პოლიტიკიდან გამომდინარე. გამოცდილი პროექტ მენეჯერები 2-3 წლიან პროექტს ქვეპროექტებად შლიან და ეტაპობრივად ახორციელებენ. 2-3 წლიან პერსპექტივაში ხშირად რისკების განსაზღვრა ძნელია. გამოიყოფა მაკრორისკები, რომელიც ყველა პროექტს ახლავს,  ასევე ტექნიკური რისკები, მაგალითად პროექტის  ვერ დამტკიცება ამა თუ იმ მიზეზის გამო.

 

რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის მონიტორინგი და კონტროლი?

მნიშვნელოვანია პროექტის მენეჯერი ჩართული იყოს საქმეში. ნებისმიერი ამოცანა პროექტში 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ჩაშალეთ თქვენი პროექტი ამოცანებად და მოიკითხეთ სულ უფრო ხშირად.

ბუნებრივია შესაფასებელი იქნება ამოცანები, უნდა შეფასდეს განსაზღვრული და არაპირდაპირი ხარჯიც, ასევე ამ პროექტის განხორციელების რისკი, მაგალითად, როგორი ბიზნეს გარემოა, რა სეგმენტზეა გათვლილი. გამოუცდელ გუნდს უფრო მეტი შანსი აქვს, პროექტი ჩავარდეს, ვიდრე გამოცდილს. უნდა შედგეს პროექტის სარეზერვო ბიუჯეტი. პროქტის საბოლოო ბიუჯეტიდან გამომდინარე, მინიმალური ზღვარი არის თანხის 10%  და თუ ამ თანხაში ჩაეტევით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება რისკების მართვის კუთხით.

 

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები