LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ უცხო გარემოში – FM ქოუჩი

30

გადაცემის ლაივი Live

ახალი სამსახური, ახალი საცხოვრებელი გარემო, ახალი ადამიანები – გარკვეული სტრესიის საფუძველი ხდება. როგორ მოვიქცეთ უცხო გარემოში – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი, ტრენერი ირინა ჭოჭუა.

 

რა ხდება ტვინში, როდესაც უცხო გარემოში ვხვდებით?

ნებისმიერი უცხო გარემო, რომელიც ჩვენთვის ახალია და ჯერ არ ვიცით იქ რა ხდება, არის გარკვეული სტრესის საფუძველი. ხშირ შემთხვევაში უცხო გარემოში ჩავარდნისას გვეწყება მღელვარება, დაბნეულობა, ვვარდებით გაშეშებულ მდგომარეობაში, ან ვდგებით თავდაცვით პოზიციაში, ხდება ემოციური მდგომარეობის სწრაფი ცვლილება და ხშირად ისეთ ქმედებებს ჩავდივართ, რაც შემდეგ სინანულის საფუძველიც გამხდარა.

ნეირომეცნიერ პოლ მაკლინის მიერ შემუშავებული მოდელის თანახმად, ადამიანის ტვინი შედგება სამი „ტვინისგან“: რეპტილიური ტვინი (ტვინის ღერო), ლიმბური სისტემა (ემოციური ტვინი) და ნეოკორტექსი. ნეოკორტექსს ასევე უწოდებენ ახალ ტვინს, ვიზუალურ ტვინს. რეპტილიური ტვინი 100 მილიონი წლისაა, უძველესია და ჩვენს ქცევაზე ფუნდამენტური გავლენა აქვს. იგი პასუხს აგებს უსაფრთხოებაზე და მართავს საბაზისო ქცევებს, როგორიც არის გამრავლების, გადარჩენის ინსტინქტი. მისი ფუნქციები საკმაოდ მარტივია: „გაქცევა – თავდაცვა – გადარჩენა – უსაფრთხოება“. რეპტილიური ტვინი აუცილებელია მყისიერი რეაქციებისთვის, როგორიცაა თავდაცვითი რეაქციები. უცხო გარემოში მოხვედრისას სწორედ ჩვენი რეპტილიური სისტემა იწყებს გააქტიურებას. ირთვება უსაფრთხოების/გადარჩენის ინსტიქტები და ასეთ გარემოში ადამიანის ქცევა მთლიანად იცვლება, იცვლება ინფორმაციის მიღების/გადამუშავების/გაცემის სისწრაფე და შედეგად გვიტევს ბევრი გაურკვეველი ემოცია. ჩვენ ვიცით, რომ ემოციური ინტელექტი არის საკუთარი ემოციების ამოცნობა და მათი მართვა. ასეთ უცხო გარემოში სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ.

სასურველია წინასწარ მომზადება ახალი გარემოსთვის?

თუ გვაქვს შესაძლებლობა, რომ წინასწარ მოვიკვლიოთ ინფორმაცია, თუ რა გველოდება უცხო გარემოში, ეს ძალიან კარგია მზაობისთვის. თუმცა, თუ ასეთი საშუალება არ არსებობს, ამ შემთხვევაში კარგია გამოვიყენოთ შემდეგი სახის ტექნიკა. დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: რა ხდება ახლა? (ანუ განვაცალკევოთ ფაქტები), რა ემოცია მაქვს მე ამ ფაქტების მიმართ (ანუ დავაფიქსიროთ რა ემოციები გვაქვს  და შევეცადოთ დავარქვათ ზუსტი სახელი), რა მინდა ამ სიტუაციაში და როგორ შემიძლია ეს მივიღო (ანუ რა გავაკეთო ამისთვის)?. ეს ოთხი კითხვა დაგვეხმარება იმაში, რომ ეს რეპტილიური შიშები დავძლიოთ და ვიმოქმედოთ თავისუფლად.

არსებობს ხელისშემშლელი ემოციებიც…

ხშირ შემთხვევაში ხელისშემშლელი ემოცია ასეთ გარემოში არის ზედმეტი მოლოდინის შექმნა. მაგალითად, გამოვდივართ სიტყვით და გვაქვს მოლოდინი, რომ დარბაზი დაინგრევა ტაშით. თუკი ეს ესე არ მოხდა, დგება იმედგაცრუება, რომელიც ნეგატიური და მაღალი ინტენსივობის ემოციაა. ზოგადად, ემოცია არის ჩვენი ღირებულებების სისტემის საპასუხო რეაქცია ფაქტზე. ანუ ჩვენი სუბიექტური ავტომატური გამოხატულება რაიმე ობიექტურ მოვლენაზე. თუკი ჩვენ ველოდებით, რომ უცხო გარემოში, მაგალითად, ახალ სამსახურში ჩვენ მიგვიღებენ ძალიან გულთბილად, ანუ ჩენი კრიტერიუმები გვაქვს და ჩენი მოლოდინები, და ეს ასე არ მოხდება, ჩნდება ნეგატიური ემოცია. და პირიქით, თუკი ჩვენ ველოდებით, რომ ახალ სამსახურში ყურადღებასაც არავინ მოგვაქცევს და ამ დროს ძალიან თბილად შეგვხვდნენ, პირიქით, ჩნდება ძალიან დადებითი ემოცია, მაგალითად, სიხარულის. ამიტომ ნებისმიერ უცხო გარემოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ემოციერი განწყობით ვემზადებით ამისთვის. ნებისმიერ მომენტში, როდესაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ, გვიწევს ახალ გარემოსთან და ახალ ადამიანებთან შეხვედრა. უნდა აღინიშნოს, რატომ გვეშინია სიტყვით (საჯარო) გამოსვლების, ჩვენი ქვეცნობიერი ფიქრობს, რომ თუკი საზოგადოება ჩვენ გამოსვლას არ მოიწონებს, მოგვკვეთს და უარს იტყვის ჩვენზე. საჯარო გამოსვლის შიში უტოლდება სიკვდილის შიშს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები