LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა ამოიცნოთ ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი სოციალური ქსელით – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

29

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ  სოციალური ქსელის საშუალებით შასაძლოა გამოვიცნოთ პიროვნების ფსიქოლოგიური ტიპი, მისი ხასიათი ტემპერერამენტი და განათლების დონეც კი. ფოტოების გაზიარების სიხშირე, სტატუსები, გაზიარებული პოსტები და მუსიკა იძლევა ინფორმაციას პიროვნების შესახებ. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი თსუ-ს ლექტორი, ფსიქოლოგი ნუცა საღარაძეა.

 

რა საფრთხეების წინაშე დგანან სოციალური ქსელის მომხმარებლები?

 

ფსიქოლოგის თქმით, სოციალური ქსელი ძირითადად გამოიყენება: გაცნობისთვის/ ახალი კავშირების დამყარებისთვის, ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალის მიმართ ხელმისაწვდომობისთვის. ფორუმი, ტესტები, თამაშები, ურთიერთობის მარტივი გზა და საშუალება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს იწვევს: დამოკიდებულებას, ფიზიკურ პასიურობას, პრობლემებისგან გაქცევას, თავის არიდებას, ვირტუალური ანუ არარეალური სამყაროს შექმნას (მივყავართ ემოციურ აშლილობებთან), რეალობისგან მოწყვეტას (ფსიქიკური პრობლემების წინაპირობა) და ა.შ.

სოციალურ ქსელში მიღებულ ინფორმაციას და დამყარებულ ურთიერთობებს იყენებენ ბიზნესში, რეკლამირებაში, პოლიტიკაში და სხვ. „რეალობისგან გაქცევა და წარმოსახული სამყაროს შექმნა, მე-ს იდეალური ხატის ჩამოყალიბება და მასთან იდენტიფიკაცია, არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება-განმტკიცება, ცოცხალი კომუნიკაციის ვირტუალურით ჩანაცვლება, გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაძნელება,  დროის არაგონივრული განაწილება, სხვადასხვა ტიპის ინტერნეტ-მაქინაციებში აღმოჩენის მაღალი რისკი, წინასწარ განსაზღვრული გავლენის ობიექტად ქცევა – არასრული ჩამონათვალია იმ უარყოფითი შედეგებისა, რომელიც სოციალური ქსელი ზემოქმედებას მოაქვს ადამიანისთვის. უარყოფითი გავლენის ყველაზე რადიკალური ფორმა კი დამოკიდებულებაა“.

ფსიქოლოგის თქმით, თითოეულ ადამიანს აქვს ღია თუ ფარული მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ის ცდილობს. ეს შესაძლოა იყოს ურთიერთობის, თვითრეალიზაციის, დროის დაზოგვის ან სხვა მოთხოვნილება, სოციალური ქსელი კი იძლევა ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შეგრძნებას. საკმარისია რამდენიმე ფოტოს ატვირთვა, სხვის მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება და სასურველი გამოხმაურება წარმოდგენილზე უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ადამიანს აქვს მოთხოვნილება იყოს აღირებული და მოწონებული სხვების მიერ – რასაც სოციალური სასურველობის ეფექტი ქვია. შედეგად, იმის ნაცვლად, რომ ადამიანმა რეალობაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, ის იღებს მათ ვირტუალურ დაკმაყოფილებას.  რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი სოციალურ ქსელში, მით ნაკლები დრო რჩება რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობებისთვის. სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების შემჩნევა საკმაოდ რთულია. ამისათვის საჭიროა კომპიუტერიდან რამდენიმე დღით მოწყვეტა და მხოლოდ მაშინ ჩნდება ემოციათა მთელი სპექტრი, დაწყებული ინტერნეტში შესვლის დიდი სურვილით, დამთავრებული სერიოზული დეპრესიით, ეს კი სწორედ დამოკიდებულების სიმპტომებია. ამ ყოველივეს მოსდევს პრობლემები: კომპლექსები, დეპრესია, შიშები, განწყობილების ცვლილებები და შფოთვა.

„როცა სოციალურ ქსელებთან გვაქვს საქმე, მუდამ ასე ხდება, ზოგი მხოლოდ იმისთვის წევრიანდება მასში, რომ გარკვეული ინფორმაცია მიიღოს და არანაირ გართობას არ აპირებს, მაგრამ როდესაც ვაწყდებით სხვების ჩვენდამი დამოკიდებულებას, შეუძლებელია არ დავინტერესდეთ. ასე რომ სოციალური ქსელი არ დაგვეკითხება, შეიძლება თუ არა მან ჩვენზე გავლენა მოახდინოს“.

 

სოციალური ქსელი, როგორც თვითპრეზენტაცია…

 

ფსიქოლოგები მიიჩნევენ,რომ სოციალური ქსელი არის კარგი საშუალება თვითპრეზენტაციისთვის. თვითპრეზენტაციის მთავარი მიზანია საკუთარი თავის ისე წარდგენა, რომ სხვებზე ჩვენთვის სასურველი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. რატომ არის თვითპრეზენტაცია ასეთი მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეცნობისათვის? არსებობს რამდენიმე მიზეზი. ხშირად გვინდა, რომ სხვებს ჩვენზე პოზიტიური წარმოდგენა შეექმნათ. მაგალითად, როგორც საინტერესო ადამიანზე, მეგობრულზე, განათლებულზე, მზრუნველზე და ა.შ. მაგრამ, ზოგჯერ, სხვა სურათის წარმოდგენაზეც ვფიქრობთ. სხვა შემთხვევაში კი, შეიძლება გვინდოდეს ჩვენს მიმართ სხვების ნეგატიური დამოკიდებულება შევცვალოთ. საკუთარი თავის პრეზენტაცია გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ სხვებს და რა ვიფიქროთ მათზე. თვითპრეზენტაცია გავლენას ახდენს, აგრეთვე, თვითაღქმაზე. როდესაც რაიმეს სახალხოდ ვაკეთებთ, ამას ბევრად უფრო დიდი გავლენა აქვს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაზე, ვიდრე როდესაც იგივე საქმეს ნაკლები ადამიანების თანდასწრებით ვაკეთებთ საკუთარ თავს ჩვენი ქცევებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით ვიგებთ/შევიცნობთ.

 

რატომ უმარტივდებათ ადამიანებს ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება?

 

ფსიქოლოგის თქმით, აღზრდაში დაშვებული შეცდომები, როგორც წესი, თავს იჩენს საკუთარი თავის მიუღებლობაში, დაბალ თვითშეფასებაში. ადამიანი ეძებს მარტივ გამოსავალს და პრობლემისგან გაქცევა ხდება ვირტუალურ სამყაროში. იქ ქმნის „მე“-ს ისეთს, როგორიც მას უნდა, როგორიც მას ურჩევნია იყოს. არსებობს ,,რელური მე“ და ,,იდელური მე“, როგორიც მას უნდა ან ურჩევნია რომ იყოს. ამისთვის სოცილური ქსელი არის კარგი საშუალება. ფეისბუქს აქვს შესაძლებლობა, შექმნა საკუთარი ვირტუალური იმიჯი. შედეგად მივიღეთ, რომ  ის, რასაც რეალურ სამყაროში ვერ უკეთებენ რეალიზებას ადამიანები, ცდილობენ, ის შესაძლებელი გახადონ ვირტუალურ სამყაროში. ერთ-ერთ შედეგად შეიძლება განვიხილოთ სელფის გადაღება, როდესაც ადამიანი რეალურ ცხოვრებაში საკუთარ თვითაღქმასთან დაკავშირებით პრობლემას აწყდება და თვითშეფასების ასამაღლებლად, მუდმივად სჭირდება გარემოდან დადებითი უკუკავშირი. ამისთვის ის ხშირად იღებს სურათებს და ათავს სოციალურ ქსელში, თანაც დიდ დროს ხარჯავს ფოტოს დამუშავებაში, ცდილობს რაც მას მოსწონს იმ კუთხით წარმოაჩინოს თავი, რაც არ მოსწონს საკუთარ თავში და რის მიმართაც აქვს მიუღებლობა, ის როგორმე დამალოს/ ნაკლებად შესამჩნევი გახადოს. ხშირია როდესაც ფოტოში და რელობაში ნანახი ინდივიდი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ფეისბუქით გაჩნდა მოწონების სისტემა, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ უკუკავშირი და უფრო მეტიცდააფიქსირონ ის დიდი აუდიტორიის წინაშე. საყურადღებოა სქროლვის ეფექტი. ამ ფენომენს მკვლევრები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან ინფორმაციის დაუსრულებელი ფორმაა, არასდროს მთავრდება, იწვევს დროის შეგრძნების დაკარგვას, დეზორიენტაციას და ბუნდოვნებას. პიროვნება კარგავს კონტროლს იმაზე, თუ რა რაოდენობის ინფორმაციის მიღება სურს, სჭირდება და შეუძლია.  სოციალურმა ქსელმა შექმნა კომუნიკაციის ბარიერები რეალურ ცხოვრებაში. ადამიანებს უჭირთ ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება და რაც მთავარია, ემოციების ამოცნობა, რადგან მათთვის ყველაზე ხშირად ემოცია უსიცოცხლო მანიშნებლებით გამოიხატება.  კომუნიკაციის შეფერხებას ქმნის ასევე, სწრაფი რეაქციისაა და ინტერპრეტაციის უნარი დიალოგისას, რადგან ნებისმიერ დიალოგში, რომელიც გაიმართება კიბერსივრცეში, არსებობს საპასუხო რეაქციის განუსაზღვრელი დრო. არსებობს შანსი, რომ წინასწარ დავგეგმოთ ჩვენი პასუხი და სხვ.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ კომუნიკაციის დროს კონტაქტის დამყარებას განსაზღვრავს ჩვენი ემოციური ინტელექტი, ის, თუ როგორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ მეორე ადამიანის ემოციებს, რა სისწრაფით ვრეაგირებთ კომუნიკაციაზე,  რამდენად შეგვიძლია, იმპროვიზაცია სიტუაციის მიხედვით. ეს ყველაფერი ინტერნეტსივრცეში ბევრად მარტივია, რადგან  ამ დროს მოსაუბრე ვერ ხედავს ჩვენს ემოციას და შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ ვერბალური სახით, მაშინ, როდესაც არავერბალურ კომუნიკაციას ურთიერთობაში დაახლოებით 97 პროცენტი უჭირავს. ჩვენი სიტყვები იმაზე ბევრად ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი არავერბალური ნაწილი (ჟესტიკულაცია, მიმიკა, ექსპრესია, სხეულის პოზა, დისტანცია, ხმის ტემბრი). როდესაც გამუდმებით ხდება კომუნიკაციის დიდი ნაწილის ანულირება და გააქტიურებულია მხოლოდ ვერბალური ნაწილი, რეალური შეხვედრების დროს, როგორც დაადგინეს, განსაკუთრებული პრობლემები იქმნება არავერბალური სიგნალების გაშვებასა და მიღებულის ინტერპრეტაციაში.

ჩნდება ყურადღების ცენტრში ყოფნის აკვიატებული მოთხოვნილება, იზრდება Checkin-ების, სელფებისა და პირადი ინფორმაციის შემცველი სტატუსების რაოდენობა. ამ შემთხვევაში ქცევა უკონტროლო ხდება. ხშირად რეალურ ცხოვრებაში თუ ვერ იღებ კომპლიმენტებს და ვიღაც თბილად გწერს, ბუნებრივია, მასთან კონტაქტის მეტი სურვილი გიჩნდება. ხშირად აქედან იწყება სირთულეთა მთელი ჯაჭვი

 

შესაძლებელია თუ არა ამოიცნოთ ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი სოციალური ქსელით?

 

სოციალური ქსელით შეიძლება შეგვექმნას ადამიანზე ზოგადი წარმოდგენა. კვლევების მიხედვით, ადამიანები რომლებიც ხშირად აქვეყნებენ სტატუსებს მათი რომანტიული პარტნიორის შესახებ, აქვთ დაბალი თვითშეფასება იმათთან შედარებით, ვინც ხშირად აქვეყნებს სტატუსს დიეტებზე, მიღწევებზე და ა.შ. ასეთი ადამიანები შესაძლოა იყვნენ ნარცისები. ასევე ითვლება, რომ ექსტრავერტი ადამიანები არიან გახსნილები და სოციალურ ქსელს იყენებენ როგორც კომუნიკაციის საშუალებას. არიან ადამიანები ვინც ინფორმაციის გასაზიარებლად და მოსაძიებლად უფრო იყენებენ სოციალურ ქსელს, ვიდრე საკომუნიკაციოდ და სოციალიზაციისთვის.

7 რჩევა ნუცა საღარაძისგან:

  1. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს პრობლემის არსის გააზრება და გაცნობიერება. ინდივიდმა უნდა გააცნობიეროს, რომ არის დამოკიდებული სოციალურ ქსელზე და რომ დიდი დოზით სარგებლობა ეს არის დამოკიდებულება. უნდა აღიაროს სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება  და დაიწყოს ფიქრი პრობლემის მოსაგვარებლად.
  2. ჩამოწერეთ სია რამდენი რამის გაკეთებას შეძლებდით სოციალურ ქსელში დროის დაკარგვის სანაცვლოდ. მაგალითად მეგობრების მონახულება, სხვადასხვა გასართობ ადგილებში წასვლა, წიგნის/ ან რაიმე საინტერესოს წაკითხვა,  და ა.შ. დაფქრდით რამდენად მნიშვნელოვიანია თქვენთვის და ღირებული სოცილურ ქსელში აქტივობა ამ ყველაფრის სანაცვლოდ
  3. დილით გაღვიძებისთანავე  ჩამოწერეთ დღის გეგმა . ეცადეთ რომ სოციალურ ქსელში სიახლეების შემოწმების სანაცვლოდ ჩამოწეროთ დღის გეგმა, რის გაკეთებას აპირებთ და თანმიმდევრულად შეასრულეთ ყველა ჩამოწერილი სურვილი. გეგმის შესრულების შემდეგ შეგიძლიათ იასრგებლოთ სოციალური ქსელით.
  4. წაუყენეთ თქვენ თავს ახალი ვალდებულებები და მიზნები. დაიწყეთ მათ მისაღწევად მოქმედება. დაგეგმეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. მაგალითად, თუნდაც მოხალისედ მუშაობის დაწყება, რაიმე სპორტულ თუ გასართობ ჯგუფში გაწევრიანება და ა.შ.
  5. საკუთარი თავის უფრო პოზიტიურად აღქმა – ეცადოთ საკუთარი თავი მიიღოთ ისეთი, როგორიც ხართ. ზედმეტ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ, ისეთს რაც არარელურია და რისი მიღწევაც არ შეგიძლიათ. ხშირად მიჩვევის ერთ-ერთ ფაქტორი არის ის, რომ ადამიანი არ იღებს საკუთარ თავს ისეთს როგორიც არის. სოციალური ქსელი კი ამის კარგ საშუალებას იძლევა –  საკუთარი თავი ჩარმოაჩინოს ისე, რომ სოციალური მოწონება დაიმსახუროს და როგორიც მას უნდა რომ იყოს.
  6. დროის ლიმიტი – დაუწესეთ საკუთარ თავს დროის ლიმიტი. რამდენი ხანი უნდა გაატაროთ სოციალურ ქსელში. ამისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ქვიშის საათი და როდესაც დრო ამოიწურება დატოვოთ სოციალური ქსელი. რადგან ერთი-ერთი ფაქტორი რაც იწვევს მიჩვევას არის ის, რომ ადამიანი სოციალური ქსელით სარგებლობისას კარგავს დროის შეგრძნებას. სიახლეების, ფოტოების თვალიერებაში დრო სწაფად გადის.
  7. ვირტუალური ურთიერთობები ჩაანაცვლეთ  რეალურით – უნდა ეცადოთ რომ ვირტუალური ურთიერთობები ჩაანაცვლოთ რეალური ურთიერობებით. სოციალური ქსელით კონტაქტის ნაცვლად მოინახულოთ მეგობრები, დაგეგმოთ აქტივობები მათთან ერთად. ამ დროს მნიშვნელოვანია მეგობრების მზარდაჭერა. პირისპირი კომუნიკაციის დროს კი კონტაქტის დამყარებას განსაზღვრავს სწორედ თქვენიი ემოციური ინტელექტი, ის, თუ როგორ ინტერპრეტაციას უკეთებთ მეორე ადამიანის ემოციებს, რა სისწრაფით რეაგირებთ კომუნიკაციაზე,  რამდენად შეგვიძლიათ იმპროვიზაცია სიტუაციის მიხედვით.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები