LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დააფუძნოთ ინტერნეტ-ჟურნალი – FM ქოუჩი

5

რეიტინგული და ხარისხიანი ინტერნეტ-ჟურნალის გაკეთება არ არის მარტივი. რა უნდა გაითვალისწინოთ, თუკი ინტერნეტ-ჟურნალის გაკეთებას გადაწყვეტთ, გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია “მარკეტერის” დამფუძნებელი აკო ახალაია.

როგორ იქმნებოდა მარკეტერი?

მარკეტერი 2011 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა. საწყის ეტაპზე ის ჩემი პირადი ბლოგი იყო, რომელზეც პერიოდულად საკუთარ სუბიექტურ აზრებს ვწერდი, მალე ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი შემომიერთდა. აზრები ბიზნესის და მარკეტინგის შესახებ ყოველკვირეულად იწერებოდა, შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა რომ სისტემატიური ხასიათი ჰქონოდა სიახლეებს. მართალია 2011 წელი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ შემოქმედებით ინდუსტრიაზე, სტარტაპებზე, მეწარმეებზე საქართველოში ქართულად ინფორმაციები არ შემოდიოდა. საწყის ეტაპზე რამდენიმე ჩემი ლონდონელი მეგობარი და პარტნიორი დაგვეხმარა სააგენტოებთან მუშაობაში. საქართველოში ისეთივე ტემპით და სისწრაფით ვრცელდებოდა ინფორმაციები, როგორიც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყენაში. მალე პირველი დამკვეთიც გამოჩნდა, რომელმაც 1 წლიანი სარეკლამო ხელშეკრულება გაგვიფორმა და რომლითაც ჟურნალისტს ანაზღაურებასაც ვუხდიდი. დღევანდელი მდგომარეობით 12 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ მარკეტერი ახლა ჟურნალის გარდა ბევრ სხვა პროექტშიც არის ჩართული. სირთულეები მუდამ იყო და ყოველთვის არის, მაგრამ პირადად ჩემთვის მარკეტერი არასდროს არ ყოფილა ბიზნესი, ის როგორც ბიზნესი საინტერესო არაა, რეალურად მინდოდა ამ პროექტს ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა. მართალია სუპერმენი ვერ იქნებოდა, ძალიან ამბიციურია ეს განცხადება, მაგრამ მეტ-ნაკლებად ადამიანებს დავეხმარეთ, რომ ეპოვნათ საკუთარი თავი, ეს საკმარისი შედეგია ჩვენი გუნდისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=CV3XKCENpGI

დევიზი, რომელიც დღემდე მოსდევს თქვენს ინტერნერ-ჟურნალს? 

ჩვენ გვინდა საქართველო დავაკავშიროთ განვითარებულ სამყაროს და შემოქმედებით ცენტრებს. ამიტომ ვცდილობთ მუდმივად ის პროდუქტი, ინფორმაცია და კონტენტი შევთავაზოთ მკითხველს და ჩვენ პროექტებში ჩართულ ადამიანებს, რაც ნიუ-იორკში, ლონდონსა და ტოკიოში ხდება. ასევე ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც წყლის ზედაპირზე არ ტივტივებენ. ძირითადად ჩვენთან არის თემები და ისტორიები, რომლებიც ძალიან ბევრი შრომის შედეგად მოვძევნეთ. მაგალითად, ვაკეთებთ ბიზნეს ისტორიების პროექტს და ჩვენ მკითხველს ვაცნობთ იმ ქართველ მეწარმეებს, რომლებიც საუკუნეების წინ აკეთებნდნენ საქართველოში ბიზნესს. ასევე, ჩვენი გუნდი მთელი საქართველოს ირგვლივ და მის ფარგლებს გარეთ ეძებს საინტერესო ქართველ მეწარმეებს, ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გარემო შექმნან.

ითვალისწინებთ თუ არა უცხოურ პრაქტიკას?

საქართველო ძალიან სპეციფიკური ბაზარია, მარკეტერი ვერც ერთი უცხოური შემოქმედებითი ინდუსტრიის და ინტერნეტ ბიზნეს ჟურნალი ვერ იქნება, რადგან აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ, ისე კი თითქმის ყველა გამოცემასთან გვაქვს კავშირი, თანამშრომლობა, მაგრამ ვფიქრობ ისინიც სწალობენ რაღაცეებს ჩვენგან.

რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა მსგავსი პროექტის განხორციელება…

საქართვალოში არის ტრიალი მინდორი სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, მაგალითად, მუსიკა, ცხოველები, მშენებლობა-დიზაინი. ინტერნეტ სივრცე საქართველოში ჯერ კიდევ ვითარდება და სამწუხაროდ, ძალიან ნელი ტემპით. ბაზარი რეალურად ითხოვს და საჭიროა ბევრი კარგი საიტი, ხარისხიანი, ორიგინალი კონტენტით, ჩვენ პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს. ეს მთლად კარგიც არაა. რეალურად საკუთარ თავთან გვიწევს კონკურენცია. ნებისმიერ ჯანსაღ კონკურენციას მივესალმებით. რაც არსებობს მარკეტერი დაახლოებით 14-15 “ანალოგიური” პროეტის შეიქმნა, ძირითადად ჩვენ “ჯინაზე” უფრო იქმნებოდა, ვიდრე სფეროს და ინდუსტრიის სიყვარულით. ეს არ არის ტიპიური ბიზნესი, რომელიც ფულს წერს. აქ გაცილებით მეტი უნდა ჩადო, ვიდრე ამოიღებ და ეს ყველაფერიც უნდა გიყვარდეს.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1943654532326033/

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები