LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაძლიოს საზოგადოებამ „ყოფილი პატიმრის“ სტიგმა

4

ფსიქოლოგ მადონა პაპუშვილის განცხადებით, საზოგადოებაში „ყოფილი პატიმრის“ სტიგმა არსებობს, რომელიც დასაძლევია. როგორც ფსიქოლოგმა „ფორტუნას“ განუცხადა, ციხიდან გამოსული პირების მიმართ გაუცხოება ოჯახის წევრებსაც აქვთ, ეს ფაქტორი კი ყოფილი პატიმრის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. „ოჯახმა უნდა შეძლოს ამ ადამიანის  მიღება და რეალობისთვის თვალის გასწორება, ასეთმა ადამიანებმა თავი უნდა იგრძნონ უსაფრთხოდ, დაინახონ, რომ მათზე ზრუნავენ. პირველი წელიწადი არის გარემოსთან ადაპტაციის, სირთულეებთან დაკავშირებული პერიოდი, რეციდივების შემთხვევები ამ დროს ხშირია. თუ ოჯახში არიან მცირეწლოვანი ბავშვები, კარგი იქნება მათთან კომუნიკაციის დამყარება“ – განაცხადა ფსიქოლოგმა.

მისივე თქმით, ყოფილი პატიმრებისთვის მძიმე გადასატანია უმუშევრობის პრობლემა, ამ დროს ისინი თავს უფუნქციოდ გრძნობენ. ფსიქოლოგის თქმით, ასეთ დროს მათ ჭირდებათ  მეგობრების მხარდაჭერა, ასევე სასურველია განაახლონ სწავლა, შეისწავლონ სხვადასხვა ხელობა ან დაკავდნენ სპორტით.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები