LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გახდეთ ბედნიერი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

18

რა არის ბედნიერება? ამ კითხვაზე ყველას განსხვავებული პასუხი აქვს. ბედნიერებისკენ ისწრაფვის ყველა. როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია  ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის დირექტორი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ  ბედნიერებისკენ მისასვლელი გზა სხვადასხვა სივრციდან შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ურთიერთობა, შინაგან სამყაროში ჩაღრმავება და იქ არსებული წინააღმდეგობების დაძლევა.

„მნიშვნელობა არ აქვს რომელ კულტურას მიეკუთვნებით, როგორია თქვენი სოციალური მდგომარეობა, საერთო ჯამში უნდა მიხვიდეთ საკუთარ თავთან, ამას საკუთარი თავის პოვნა ქვია. რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო მეტია შიშები, ფობიები, შფოთვები და გაუცხოება. გარეთ არაფერი არ ხდება, ყველაფერი ადამიანის შინაგან ბუნებაშია. ადამიანმა უნდა განიცადოს – „მე ვარ მე“.

ბევრი სირთულე  ვნახე წლების მანძილზე, ერთხელ ჩემს ახლობელს, რომელმაც ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენა ურთიერთობაში, ვუთხარი, რომ მისი მადლობელი ვარ, რადგან როცა მაიძულეს ვყოფილიყავი მარტო, ამ მარტოობამ მაპოვნინა საკუთარ თავში მეგრძნო ძალა, ამ ძალის შეგრძენა არის ბედნიერება. ბედნიერებაა ადამიანმა გაზარდოს საკუთარი თავი“.

7 რჩევა ნანა ჩაჩუასგან:

  1. რეალობა უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის.
  2. გქონდეთ კეთილგანწყოფილი რეაქციები ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.
  3. მოიხსენით რეალობის მიმართ წინააღმდეგობა, ეს შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.
  4. დამოკიდებულება გამოხატეთ თქვენი კეთილი სიტყვით.
  5. იყავით პოზიტიურად განწყობილი, მაგალითად, თქვით „კარგი იქნებოდა უკეთესად ვიყო“, ნაცვლად „ცუდად ვარ“.
  6. თქვენი კეთილგანწყობა ყველა ქცევაში უნდა გამოიხატოს.
  7. იპოვეთ საკუთარი თავი. ბედნიერებაა ადამიანმა გაზარდოს საკუთარი თავი.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები