როგორ გამოიმუშაოთ ლიდერის თვისებები – FM ქოუჩი

როგორ გამოიმუშაოთ ლიდერის თვისებები – FM ქოუჩი

ლიდერობა სურს ბევრს, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა წარმართოს თავისი რესურსი ისე, რომ ლიდერის თვისებები გამოიმუშაოს, შექმნას მოტივირებული გუნდი და იზრუნოს გუნდის თითოეული წევრის წარმატებაზე. ლიდერის თვისებებზე გადაცემაში  “FM ქოუჩი” ტრენერი ირინა ჭოჭუა საუბრობს. ის არის ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი, ასევე ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი.

 

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ლიდერს?

მმართველ მენეჯერსა და ლიდერ მენეჯერს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ლიდერი არის ადამიანი, რომელიც გუნდის მუშაობას განსაზღვრავს და შედეგზეა პასუხისმგებელი. ლიდერმა უნდა შეძლოს გუნდის შთაგონება, მოტივაციის ამაღლება, მატერიალური და არამატერიალური წახალისება, გუნდის თითოეული წევრის სწორი ადაპტაციის ხელშეწყობა და სიძნელეების დაძლევა მათთან ერთად. ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც გუნდის წევრები ბაძავენ (კარგი გაგებით). ლიდერი ნერგავს გუნდში მისიას, მიზნებს და ღირებულებებს, რის გარშემოც ერთიანდება გუნდი. გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს ქოუჩინგში ვმუშაობ, ამ თემაზე ვისაუბრებ ქოუჩინგის კუთხიდან. პირველ რიგში, კარგი ლიდერები არიან ქარიზმატული ადამიანები, რომელთა თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა მაღალია. ლიდერი უნდა იცნობდეს გუნდის წევრებს ძალიან კარგად და არა მხოლოდ სახელ-გვარებით. ლიდერს, პირველ რიგში, თვითონ სჯერა, რასაც აკეთებს და აქვს უნარი ეს რწმენა გადასცეს სხვებსაც. აქვს კარგი კომუნიკაციის უნარები, გახსნილია და უსმენს ადამიანებს, რადგან ლიდერისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი რესურსების გამოვლენაა. ასევე ლიდერს აქვს სხარტი გონება და შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში იაზროვნოს როგორც შემოქმედებითად, ასევე ლოგიკურად. ლიდერი არის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და მას აქვს მაღალი თვითდისციპლინა.

ლიდერი არის სტრატეგიულად მოაზროვნე და ის პერსპექტივაში ხედავს განვითარების შესაძლებლობებს. მას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალი სტრატეგიული გეგმა.  თუ არ აქვს, მუშაობს ამ საკითხზე. ასევე მას აქვს უნარი დაეხმაროს ადამიანებს მიზნის დაგეგმარებაში, მისცეს მიმართულებები და იყოს თანამონაწილე ამ მიზნის განხორციელებაში. ქოუჩინგში გვაქვს მიზნის დასახვის ტექნოლოგია, რაც გულისხმობს, რომ მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული პოზიტიურად, კონკრეტუად, რეალისტურად, დროში გაწერილი, უნდა იყოს მიღწევადი, ღირებული და ა.შ. ყველა ამ კრიტერიუმზე ლიდერი მუშაობს და მუშაობს გუნდათ ერთად. ლიდერის ამოცანაა მოახდინოს ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საერთო ხედვები, მიზნები, ღირებულებები და მაღალი მოტივაცია. ასევე ლიდერი არის მოქნილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიტუაციაში სწრაფად გარკვევა და აქვს ლავირების უნარი. ლიდერს აქვს დარწმუნების უნარები და მას ენდობიან. იგი აქტიურია, ღიმილიანი და ზოგჯერ კატეგორიულობაც უხდება.

როგორ უნდა მოხდეს ამ თვისებების გამომუშავება?

ამ თვისებების გამომუშავება შესაძლებელია და ამაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს პრაქტიკული ფსიქოლოგია. ქოუჩინგში, მაგალითად გვაქვს რამდენიმე საინტერესო ტექნიკა ქარიზმატულობისთვის, თვითშეფასების ამაღლებისთვის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებისთვის. არსებობს ტექნიკები, რომელიც ამ კუთხით ეფექტურად მუშოაბს. ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ლიდერობა, ყოველ დილით უნდა გაიხსენონ ის საქმე, რომელიც კარგად გამოუვიდათ და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, უნდა მოიყვანოთ ის შეგრძნება, რომელიც მაშინ ქონდათ, ეს მუშაობს თვითრწმენის ამაღლებაზე და ეფექტური სავარჯიშოა.

 

როგორ უნდა მართოს ლიდერმა გუნდი ?

ძალიან ხშირად ბიზნესის ეფექტურობა იკლებს მხოლოდ იმიტომ, რომ მენეჯერმა ან კომპანიის ხელმძღვანელმა ვერ შეძლეს ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება რომელსაც ექნება საერთო ხედვები, მიზნები, რომელსაც ექნება მოტივაცია და რომლის მუშაობაც იქნება ეფექტური. გუნდურ მუშაობაში რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პრობლემაა სამუშაო ძალების და როლების არასწორი გადანაწილება, ერთიანი ხედვის არარსებობა, ქცევის კულტურის და ღირებულებების არქონა, მიზნების და სამოქმედო გეგმის არარსებობა. შესაძლებელია, ყველა აქ ჩამოთვლილი პრობლემა მოგვევლინოს როგორც ერთდროულად, ასევე ცალ-ცალკე კომპონენტებად და ერთნაირად დააზარალოს ბიზნეს პროცესები. ხოლო ყველა ამ კომპონენტის გამართვა გვაძლევს საათის მექანიზმივით აწყობილ გუნდს და წარმატებულ ბიზნესს.
ყველაზე ხშირი პრობლემა, რასაც ვაწყდები, არის ერთიანი ხედვის არარსებობა და როლების არასწორი გადანაწილება, რაც შემდეგ იწვევს უმოტივაციობას. Dream Team-ის ყოლა ყველა დამწყები თუ წარმატებული ბიზნესის ოცნებაა და ამის გარეშე არც არაფერი გამოვა. იმისათვის, რომ ასეთი ოცნების გუნდი გყავდეს, აუცილებელია ეს გუნდი შექმნა, ჩამოაყალიბო ხედვა, მიზნები, სწორად გაანაწილო როლები და ადამიანებს გაუჩინო მოტივაცია. სწორედ ასეთ დროს ერთვება ლიდერი. მისი მიზანია მოახდინოს თითოეული თანამშრომლის პოტენციალის აქტივიზაცია და შეკრას მთლიანი, ერთიანი გუნდი.

სად გადის ზღვარი სიმკაცრესა და ლოიალურ დამოკიდებულას შორის?

ეს საკმაოდ ინდივიადუალურ მიდგომას მოითხოვს, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მთავარია ლიდერი ყოველთვის იდგეს ლიდერის პოზიციაზე და მუდმივად ჰქონდეს შენარჩუნებული ერთგვარი ავტორიტეტი კარგი გაგებით. ამ შემთხვევაში მას ნაკლებად დასჭირდება სიმკაცრის გამოჩენა და მისი პოზიცია იქნება ყოველთვის გათვალისწინებული. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ლიდერი გამოდის ლიდერის როლიდან და ხდება ერთიანი გუნდთან. როდესაც ასე ხდება, ლიდერს უნდა შეეძლოს ისევ თავის პოზიციაში დაბრუნება. ეს არის მუდმივი ცოცხალი პროცესი და ყოველთვის დამოკიდებულია სხვადასხვა სიტუაციაზე. ამიტომ ამის მზა რეცეპტი ნაკლებად არსებობს. ყველაზე სწორი მზა რეცეპტი ეს არის შიდა კორპორაციული ეთიკა, ქცევის წესები და სამუშაო განაწესი, რომელიც ლიდერმა უნდა მიაწოდოს გუნდს სწორი ფორმით და რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული.

 

უნდა საუბრობდეს თუ არა ლიდერი გუნდის სახელით? 

ვფიქრობ აუცილებელია, რომ ლიდერი აიგივებდეს საკუთარ თავს გუნდთან და ასევე საუბრობდეს გუნდის სახელით, ლიდერი გუნდის წევრია, ის არ აძლევს ბრძანებას, ის გუნდთან მუშაობს, ამიტომ საუბრის დროს უნდა გამოიყენოს ფრაზები –  ჩვენ გვინდა, ჩვენ ვმუშაობდით, ჩვენ გავაკეთეთ. აქ ჩანს ლიდერის დამოკიდებულება იმ ადამიანებისადმი, ვისთანაც მუშაობს და ვისაც ეყრდნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის წევრებსა დ ლიდერს შორის ყოველთვის იქნება უხილავი სივრცე, რაც ხელს შეუშლის მათ კომუნიკაციაში, თუმცა წინა კითხვას რომ დავუბრუნდეთ, აუცილებელია, რომ ლიდერმა თავისი როლი შეინარჩუნოს და არ მოხდეს ლიდერის ფუნქციის გაუფასურება.

 

რამდენად განსხვადება ლიდერთა სკოლა საქართველოსა და უცხოეთში?

განსხვავება საკმაოდ დიდია. თუმდაც ჩემი სფეროდან გამომდინარე. პირველი ის, რომ დასავლურ კომპანიებში უკვე დიდი ხანია დანერგილია პრაქტიკა, როდესაც კომპანიებში მუშაობენ ქოუჩები სწორედ ამ მიმართულებებით. ასევე დასავლურ კომპანიებში მუდმივად ტარდება გამოკითვხები და შეფასებები. მაგალითად მოვიყვან გალაპის კთხვარს, რომელიც საკმაოდ მარტივია და მისი მიზანია გამოავლინოს რამდენად გრძნობს თანამშრომელი, რომ მოაქვს სარგებელი კომპანიისთვის, რამდენად აქვს მას შექმნილი სწორი სამუშაო პირობები, რამდენა აქვს გაცნობიერებული კომპანიის ღირებულებები და მიზნები, რამდენად ვითარდება თვითონ ამ კომპანიაში და ა.შ. საქართველოში ამ მიმართლებით ძირითადად მსხვილი კომპანიები ვითარდებიან, თუმცა ეს არის ერთეულები.

 

რა განსხვავებაა ლიდერსა და ბოსს შორის?

ლიდერი – შთაგონების წყაროა, მუშობს გუნდთან ერთად გუნდის შეკვრაზე, ამაღლებს მოტივაციას, არის მაგალითი თავისი ქმედებით, აქვს ღია კომუნიკაცია და ინტერესდება ადამიანებით, არის იდეის მიმწოდებელი და გამტარი, აქვს მაღალი ღრებულებები, მას ბაძავენ, მისით თანამშრომლები ამაყობენ.

ბოსი – გასცემს ბრძანებებს, აქვს ნაკლები კომპეტენცია და ითხოვს მეტს, არ ზრუნავს გუნდის ჩამოყალიბებაზე, არ ინტერესდება ადამიანური ფაქტორებით, გუნდში პრობლემებს აგვარებს სანქციებით და სადამსჯელო ღონისძიებებით, აქვს დახურული კომუნიკაცია, მისი ღირებულებებია მატერიალური და მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული, მისი ეშინიათ თანამშრომლებს. 

 

გადაცემის ჩანაწერი:

12 აპრილი, 2017

სხვა ჩანაწერები