LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვმართოთ დრო – FM ქოუჩი

9

“დრო არ მყოფნის”, –  ფრაზა, რომელიც სულ უფრო ხშირად ისმის. მნიშვნელოვან საქმეებზე დროის თანაბრად გადანაწილება არც თუ ისე მარტივი პროცესია. როგორ ვმართოთ დრო – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ბიზნეს ტრენერი ზაზა ქოიავა.

რამდენად მნიშვნელოვანია გეგმის შედგენა, იმისთვის, რომ ეფექტურად ვმართოთ დრო?

შენი წამიერი სურვილები შენს ღირებულებებს უნდა დაუქვემდებარო. განრიგის შედგენა უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან თანამედროვე ადამიანი ძალიან დაკავებულია, უამრავი რამ არის მოსასწრები თანამედროვე სამყაროში, იმისთვის, რათა ცხოვრების რიტმს და განვითარებას არ ჩამორჩე. სტეფან ქავის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ ჩაეტიონ მოცემულ დროში და დაგეგმონ ცხოვრება ისე, რომ მოასწრონ პირადი და პროფესიული საქმეები ერთდროულად. ამისათვის საჭიროა საქმეები დალაგდეს პრიორიტეტების მიხედვით და კონკრეტულ დროებში გაიწეროს. ზუსტად ამას ემსახურება სტეფან ქავის მიერ შექმნილი 7 ჩვევიდან მესამე, “გააკეთე პირველ რიგში ყველაზე მთავარი”. თუ ჩვენ ვისახავთ მიზნებს და გვსურს თვითრეალიზაცია, მესამე ჩვევა ამბობს, “მიდი შენს მიზნების ასრულებასთან დაბრკოლებების გარეშე და ცხოვრებისეულ „საცობებს“ უფლება არ მისცე, რომ იქ მისვლაში ხელი შეგიშალოს. ”

ადამიანები დროს 4 სახის ე.წ. “კვადრატში ატარებენ”, თითოეული “კვადრატი” მოიცავს სხვადასხვა სახის საქმიანობას. “კვადრატები” 2 ძირითადი “ინგრედიენტისაგან” ესენია სასწრაფო და მნიშვნელოვანი. ემპირიული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ საზოგადოებისა და საერთოდ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეებზე და ზოგჯერ იმდენ დროს კარგავენ “ნერვულად არაფრის კეთებაში”, რომ მთავარი მიზანი მხედველობიდან რჩებათ.

პირველ “კვადრატში” მოიაზრება გადაუდებელი საქმეები, “დედლაინები,” ფორსმაჟორული სიტუაციები, საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ. ჩვენს ცხოვრებაში მუდამ იქნება ისეთი რამ, რასაც ვერ გავაკონტროლებთ, ფორსმაჟორი, გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ადამიანების უმეტესობა პირველ “კვადრატში” თავიანთი სურვილით ხვდება, ისინი საქმეს აჭიანურებენ და მხოლოდ ბოლო დღეს იწყებენ მოქმედებას. მაგალითად, სტუდენტი, რომელიც მთელი სემესტრი არაფერს სწავლობს, გამოცდების პერიოდის დროს აუცილებლად ჩავარდება პირველ “კვადრატში,” რადგან მას რამდენიმე დღეში მთელი სემესტრის მასალა ექნება სასწავლი, რათა გამოცდა წარმატებით ჩააბაროს. ცხადია, პირველ “კვადრატში” გაკეთებული საქმეების უმრავლესობა ნაკლებხარისხიანია, რადგან დაძაბულობის და ნერვიულობის ფონზე კეთდება. ამავე დროს პირველ “კვადრატში” მაღალია სტრესის ალბათობა და ადამიანი იფიტება, “იწვება” და ენერგიებისაგან იცლება. ადამიანს, რომელიც მუდმივად პირველ “კვადრატშია”,  საქმის ბოლო წამამდე გადადება უყვარს. ხშირად გაგვიგონია სხვა ადამიანებისაგან დროზე წუწუნი, “არ მყოფნის დრო”, “იმდენი საქმე მაქვს, რომ ვერ ვახერხებ” და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ამ ადამიანთა უმრავლესობა საქმეების ბოლო დღეებში კეთებაზეა ორიენტირებული. მათთვის დაგეგვმა წარმოუდგენელი რამეა, ისინი მიჩვეულები არიან სტრესში მუშაობას და სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენიათ. საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ I კვადრატში მეტისმეტი დროის გატარების შედეგებია:

  • სტრესი და მეღელვარება;
  • “გადაწვა”;
  • საქმის საშუალო დონეზე კეთება.

რაც შეეხება II “კვადრატს”, ის ისეთი საქმიანობებისაგან შედგება, რომელიც არაა ე.წ. “კარზე მომდგარი პრობლემა”, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ II “კვადრატში” ადამიანები ასწრებენ საქმის კეთებასაც და მეგობრებთან ურთიერთობასაც.

შემდეგ კვადრატში არიან ადამიანები, ვინც ცდილობს ყველას დაეთანხმოს და ასიამოვნოს. ეს კვადრატი მოიცავს სასწრაფოს, მაგრამ არა მნიშვნელოვანს, ამ კვადრატში იგულისხმება “სხვისი პრიორიტეტები, რომელიც შენ გახვევია თავს”. ძირითადად მოიაზრება ის საქმეები, რომელზეც ადამიანს შეუძლია თქვას “არა”, მაგალითად როდესაც ადამიანი მისთვის მნიშვნელოვან საქმეს დებს გვერდზე და სხვას მიჰყვება საქმეზე.

მომდევნო, IV კვადრატში უსაქმური, არაფრის კეთების სურვილის მქონე ადამიანები იმყოფებიან. ეს არის დროის ფლანგვის, ტყუილად კარგვის ზონა, სადაც არც სასწრაფოა რამე და არც მნიშვნელოვანი. ზედმეტი ძილი,  ტელევიზორის ყურება ან გასართობი თამაშები, ზედმეტი, არაფრისმომცემი დროის გატარებ ინტერნეტში, მხოლოდ გართობა. ადამიანებს ნაკლებად აწუხებთ მომავალზე და განვითარებაზე ფიქრი.

კინო, მეგობრები, ინტერნეტი, ტელევიზორი, რა თქმა უნდა, აქტიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ როცა ადამიანი ამას მეტისმეტად დიდ დროს უთმობს, დასვენების და განტვირთვის ნაცვლად, მთელ დღეებს დანაკარგად აქცევს. IV “კვადრატში” ცხოვრების შედეგებია:

  • პასუხისმგებლობის ნაკლებობა;
  • განუვითარებლობა;
  • მოკლევადიან ამოცანებზე ორიენტირება;
  • არასაიმედოობა;


რა შემთხვევაში ვკარგავთ დროს ფუჭად?

მაშინ როდესაც გამუდმებით  III და IV კვადრატებში ვიმყოფებით, ანუ როდესაც მუდამ სხვისი პრიორიტეტები არის ჩვენზე თავსმოხვეული, როცა ჩვენ გასაკეთებელ საქმეებს პატივს არ ვცემთ და შემდეგ ვწუწუნებთ რომ სულ სხვებს ვეხმარებით და საკუთარი თავისთვის დრო აღარ გვრჩება, და/ან როდესაც ფუჭად ვკარგავთ დროს, არაფრისკეთებაში და „ხვალიდან“ ვიწყებთ სწავლას, განვითარებას, მუშაობას… როცა გვსურს იოლად გამოვიდეთ ცხოვრებისეული სირთულეებიდან, უზომოდ ვუყურებთ ფილმებს, უზომოდ ვართ კომპიუტერთან, ვჭორაობთ, ანუ როდესაც ტვინისთვის და საკუთარი ცხოვრებისთვის ღირებულს არაფერს ვაკეთებთ. სანამ ახალგაზრდა ხარ და ფულიანი ნათესავები გყავს, ეს ყველაფერი მოგვწონს, გამოწვევები ნაკლებია, პრობლემები ნაკლებია, დავდივართ, ვერთობით, არ გვაინტერესებს…

რამდენად მნიშვნელოვანია ბუფერული დრო?

პაუზა, შეჩერება, ტელეფონის გამორთვა, ყველა საქმიდან დროებით გათიშვა ყოველთვის მნიშვნელოვანია გადატვირთვისთვის, დასვენებისთვის, ძალების აღდგენისათვის, სხვაგვარად სხეული და ტვინი გადაიწვება, გონების მუშაობის ტემპი შემცირდება და ეფექტიანობასაც ვკარგავთ. სწორი კვება, 8 საათი ძილი, სამსახურის დროს 1 საათიანი შესვენების შუალედი, ყოველ საათში ერთხელ 5 წუთიანი გადართვა, გავლა-გამოვლა (თუნდაც ოფისში), ეს ყველაფერი განწყობას ამაღლებს, მოტივაციას მაღლა სწევს, ტვინს საშუალებას აძლევს უკეთ, მოქნილად, ეფექტურად და შედეგიანად იმუშავოს.

გადაცემის ლაივი LIVE

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1987951227896363/

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები