LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია წარმატებული პრეზენტაციის ფორმულა – FM ქოუჩი

12

პრეზენტაციის მართვის უნარებს სჭირდება გამომუშავება, ამ მიმართულებით შეგიძლიათ გაეცნოთ  ლიტერატურას, ასევე გაიაროთ ტრენინგები. ხშირად არსებობს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში, თუმცა ეს ყველაფერი დაძლევადია. ამას ამბობენ ტრენერები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ტრენერი გიორგი კალატოზიშვილი. მას  საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 12 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის სერტიფიცირებული ქოუჩი.

 

რა არის სტრატეგიული პოზიციონირება?

ადამიანმა უნდა გაიაზროს რა როლის შესრულება სურს აუდიტორიის წინაშე, რა სახით უნდა „გაყიდოს“ აუდიტორიასთან საკუთარი თავი. მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად ჩამოყალიბდება ნდობის ფაქტორი პრეზენტაციის დროს, საკუთარი თავი პრეზენტაბელურად უნდა იყოს წარმოჩენილი, მთავარია სწორად შეარჩიოთ და ჩამოაყალიბოთ მიზანი, უნდა გაარჩიოთ ეფექტიანი და ეფექტური პრეზენტაცია.

 

ხშირად პრეზენტაცია არ გამოდის წარმატებული. როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება?

ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა საინტერესო სტატისტიკა, როდესაც პრეზენტაციის დროს ხდება ჩავარდნა, რიგ შემთხვევაში ეს არის დემოტივაციის გამო, ანუ ადამიანებს არ აქვთ სურვილი ესაუბრონ აუდიტორიას და მართონ პრეზენტაცია. დიდი განსხვავებაა რა გსურთ და რა დაგავალათ ხელმძღვანელობამ. როცა თქვენ გსურთ ელაპარაკოთ საზოგადოებას, მაშინ იქნებით წარმატებული, თქვენ გექნებათ უკუკავშირზე ორიენტირება.

 

უნდა მოხდეს თუ არა პრეზენტაციამდე აუდიტორიის შესწავლა?

მანიპულაციური ტექნოლოგიები, ანუ როდესაც გინდა მხოლოდ შენ მიიღო შედეგი აუდიტორიასთან ურთიერთობის დროს, არ არის სწორი მიდგომა, პრეზენტაციაში უნდა ჩაერთოს აუდიტორიაც. თქვენი მიზანი სწორად ფორმულირებული იქნება მაშინ, როდესაც მიხვდებით, რომ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ იმაზე, რაც თქვენი კონტროლის ქვეშაა, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ეფექტურები, დამაჯერებლები და ბარიერი შეამციროთ აუდიტორიასთან. ჩვევად უნდა გქონდეთ აუდიტორიის გაცნობა. რამდენიმე წელიწადია, რაც სოციალური ქსელი დომინანტია და გაძლევთ საშუალებას გაიცნოთ ადამიანები პრეზენტაციის წინ. არ უნდა მოახდინოთ მათზე მანიპულირება, არამედ შეისწავლოთ სად გადის ზღვარი, გაიგოთ რა ინტერესები და შეხედულებები აქვთ.

 

როგორ ხდება შიშის დაძლევა პრეზენტაციის წინ?

წარმოსახვითი უნარები ქმნის შიშს, როდესაც თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მტერი, ის ნაკლებად გაშინებთ, ასევე, წყალში შესვლის დროს, როცა ვერ ხედავთ ფსკერს, ეს უფრო გაშინებთ, ვიდრე ის, რაც შეიძლება იქ ნახოთ. ადამინმა უნდა გააცნობიეროს რასთან შეიძლება ჰქონდეს შეხება.  ეს არ უნდა იყოს მხოლოდ წარმოსახვითი. სტატისტიკის თანახმად,  ამერიკაში საჯარო გამოსვლების შიში 10 ადამიანიდან 8 აქვს, ეს არის რიგით მეორე და გავრცელებული შიში. პირველ ადგილზე  სიკვდილის შიში გავიდა.

 

როგორია წარმატებული პრეზენტაციის ფორმულა?

არ არსებობს მზა ფორმულა.  მთავარია იპოვო შენი სტილი, ის რასაც გვასწავლიან არის ზედაპირული, აუცილებელია გვქონდეს საბაზისო ფსიქოლოგიური მიდგომა, რომ არ დავარღვიოთ ზღვარი ადამიანებთან ურთიერთობის დროს. წარმატებულ პრეზენტაციაზე უნდა იყოს 10 სლაიდი, გამოვყოთ 20 წუთი, ანუ 2 წუთი თითო სლაიდზე,  ეს საკმარისია იმისთვის, რომ სწორად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი. აუცილებელია ინტუიციურად იპოვოთ საკუთარი მიდგომა და სტილი, ილაპარაკოთ და გამართოთ პრეზენტაცია, თუნდაც მეგობართან. ნებისმიერი პრეზენტატორი, რომელიც უკუკავშირს იღებს, ის იზრდება, ყველა ადამიანი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, უნდა გვინდოდეს გავაუმჯობესოთ საკუთარი სვლა და კომინუკაცია აუდიტორიასთან , მხოლოდ ასე მივიღებთ შედეგს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები