LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სფეროებში იზრდება ვაკანსიების რაოდენობა

დასაქმების სააგენტოები მაისში ვაკანსიების ზრდაზე საუბრობენ. როგორც „ბიზნესკურიერს“ „ეიჩ არ ჯის“ რეგიონალურმა მენეჯერმა განუცხადა, განსაკუთრებულად იმატა საფინანსო სექტორში, ასევე ე. წ. ჰორეკა სექტორში სამუშაო ადგილებზე მოთხოვნამ. ინგა შახბაზიანი ამბობს, რომ კომპანიებს თანამშრომლები, ძირითადად, დამწყებ პოზიციებზე სურთ, რაც მისი თქმით, სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, კარგად იმუშავა დასაქმების ონლაინსისტემამ, რომლის დახმარებითაც დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ნაწილმა სხვადასხვა პროფილის კომპანიაში მუშაობა დაიწყო.

„ეიჩ არ ჯის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ჰორეკა სექტორში ვაკანსიების ზრდას ზაფხულის პერიოდის მოახლოებასთან ერთად ელიან.