LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყნის ტურისტები არ ინტერესდებიან საქართველოს კურორტებით და როგორია ამ მხრივ ტურისტული პოტენციალი

„ბიას“ მონაცემთა ბაზაში, ჯანდაცვის დარგში 3000-მდე კომპანია ფიქსირდება, მათი უმეტესობა პოლიკლინიკების, საავადმყოფოებისა და სტომატოლოგიური კლინიკების სახით გვხვდება. გარდა ამისა, აღნიშნულ დარგში არსებობს სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაც, რომელსაც საქართველში საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია.

როგორც „ბიზნესკურიერს“ ბიას წარმომადგენელმა ეთო გაბათაშვილმა განუცხადა, საქართველო საკმაოდ მდიდარია კურორტების მხრივ, მათი რიცხვი 100-ს სცდება.  მიუხედავად ამისა, გამაჯანსაღებელი ტურიზმის კუთხით, მხოლოდ საირმე, ბორჯომი და წყალტუბო დომინირებს. სტუმრები კი, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა სივრციდან არიან, რადგან არსებული მდგომარეობა ევროპასა და სხვა ქვეყნებში ნდობას ვერ იწვევს.

წლების მიხედვით, მუდმივად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა ამბულატორულ-პოლიკლინიკური დაწესებულებები, რომელთა რიცხვი 2300-ზე მეტია. მათ ზრდის ტემპს ბევრად ჩამოუვარდება სამედიცინო ტურიზმის განვითარების მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს აქტიურად ხდება მოქმედი გამაჯანსაღებელი კურორტების განახლება, შეჩერებულ კურორტებში ინვესტირება. ეს კი, „ბიას“ ცნობით, ახლო მომავალში ჯანდაცვის ამ მიმართულების წინა პლანზე წამოწევასა და განვითარებას გამოიწვევს.