LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა მაყაშვილი: “მთავარია განწყობა გქონდეს და თვალებიდან ანათებდე”

“ეს პირველი ახალი წელია, როცა ჩემ შვილთან ერთად შევხვდები; ძალიან მიხარია და განსაკუთრებული ახალი წელი იქნება უკვე, სულ რომ არაფერი მოხდეს; ფუსფუსით, რა მოგახსენო, გადართული ვარ სამსახურზე, ბავშვზე. ავფუსფუსდები, როცა ახალი წელი მოახლოვდება; სწორედ ნაძვის ხის მორთვაში ვარ პროფესიონალი; ტრადიცია მაქვს, ყოველ წელს ახალი სათამაშოები ვიყიდო; არსებულს ახალი შევმატო. ძველებს არ ვყრი. ასე ვთქვათ, რა ფერიც “წაიღებს” ისე ვაწყობ. ყოველ წელს სხვადასხვანაირი გამომდის; არ მიყვარს ერთი ფერის ნაძვის ხეები – მარტო თეთრი, ან მარტო წითელი სათამაშოები; მომწონს ფერადი სათამაშოები და ძალიან ბევრი შუქები; ორი ნაძვის ხე მაქვს და ორივეს ვრთავ; თოვლის ბაბუის წერილები დაწერილია და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს; ჩვენთან, ოჯახში, თოვლის ბაბუას ელოდებიან; მე უფრო სახლის მორთვაში ვარ ჩართული და სამზარეულოში ხელს არ ვუშლი; საცივი და ბაჟე ყველაზე მეტად მიყვარს; სამწუხაროდ ჯერ არ გამიკეთბია; რჩევებს ფერებთან დაკავშირებით არ ვითვალისწინებ; რის ხასიათზეც ვარ იმას ვიცვამ; მთავარია განწყობა გქონდეს და თვალებიდან ანათებდე” – რადიო “ფორტუნას” ეთერში რუსკა მაყაშვილმა საახალწლო სამზადისზე ისაუბრა. ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ნაძვის ხის მორთვა გამოსდის და სამზარეულოში ხელს არავის უშლის.