LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან გლურჯიძე ახალ ფილმზე მუშაობას იწყებს

11

7 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე სტუმრობდა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე წარსადგენი ფილმი შეარჩა და წელს „ოსაკრის“ მოპოვებლად რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ იბრძოლებს.

– რუსუდან, რამდენადაც ვიცი, უახლოეს მომავალში ლოს-ანჯელესში მიემგზავრებით მორიგი პრიზის მისაღებად.

– დიახ, ლოს-ანჯელესში მსოფლიო პრესიის ასოციაციის ყოველწლიური ჯილდოს „ოქროს სატელიტის“ მისაღებად მივდივარ, რომელიც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის გადმოგვეცა.

– თქვენი ფილმის საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას. კონკრეტულად სად და რომელ ფესტივალზე იქნება ნაჩვენები „სხვისი სახლი“?

– ფილმის ჩვენება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მოეწყობა და არაა გამორიცხული ირანშიც წარმოვადგინოთ. სიმართლე ვთქვა, ყოველთვის ვერ მივყვები ფილმს მოგზაურობაში და უახლოეს მომავალშიც მხოლოდ მსახიობებთან ერთად მიემგზავრება სანტა-ბარბარაში.

– ახალ ფილმზე ხომ არა აპირებთ მუშაობის დაწყებას?

– მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, გაზაფხულიდან კი, უფრო სერიოზულად შევუდგებით მუშაობას. ფილმს ჯერ არც სავარაუდო სახელწოდება აქვს, არც მსახიობები გვყავს შერჩეული.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები