LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ვაკანსიები საცალო სექტორში. რა ინფორმაციას ავრცელებენ დასაქმების სააგენტოები და რას გირჩევენ ისინი, თუ სამსახურს ეძებს

დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, საცალო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ე. წ. საახალწლო ვაკანსიების გამოცხადება. როგორც hr.ge-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა ბიზნესკურიერს განუცხადა, ძირითადი მოთხოვნა მოლარეებზე, პრომოგოგონებსა და კონსულტანტებზეა. მისი ინფორმაციით, ასეთი ტიპის ვაკანსიები დროებითია და მაქსიმუმ ორთვიან დასაქმებას გულისხმობს, თუმცა აქვე სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოთხოვნები მინიმალურია. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, გამოცდილების მიღების მიზნით კარგი შეთავაზებებია. არის თუ არა შანსი, რომ კომპანიამ თქვენთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს და ე. წ. საახალწლო ვაკანსიებიდან კომპანიის მუდმივი თანამშრომლის პოზიციაზე აღმოჩნდეთ ?

 

 

გადაცემის ჩანაწერი