LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო რეგულაციები და შემცირებული გაყიდვები

ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ბანკები განვადებების დიდ ნაწილს ვეღარ ამტკიცებენ, რაც პირველ რიგში ტექნიკის ბაზარს შეეხო. „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ რეგულაციების გამო, გაყიდვები 12%-ით შემცირდება. ანზორ ქოქოლაძის თქმით, ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემაა, მაგრამ ამის მოგვარება არასწორი მეთოდით ხდება. ის ამბობს, რომ რეგულაციები ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო.

დაკვირვების რეჟიმში არიან სხვა კომპანიები. მათ ნაწილი ამბობს, რომ განვადებების 30%-ზე მომხმარებელი უარს იღებს, ნაწილი კი თანამშრომლობას მიკროსაფინანსოებთან გეგმავს, რომლებიც შემოსავლის დადასტურების გარეშე ამტკიცებენ განვადებებს.

შეგასხენებთ, რომ საბანკო რეგულაციები 7 მაისიდან ამოქმედდა.