LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძე Eric Benet-თან და CeeLo Green-თან ერთად იმღერებს

დიდი დაინტერესებაა. უკვე დაჯავშნულია, თითქმის 80%; რა მოხდება?! გეტყვი. Erik Benet-ს ჰყავს ჩამოყვანილი DJ, რომელიც საათნახევრიან სეტს დაუკრავს და მიკროფონთან იდგება ბენე. ამის შემდეგ, ბენდი „რეზო და ბავშვები” ავლენ სცენაზე და მათთან ერთად შეასრულებენ, როგორც Eric Benet ასევე CeeLo Green-ი, პოპულარულ სიმღერებს. ამიტომ, მთელი ღამე, დილის ექვს საათამდე გაგრძელდება „ავთერფართი”. ქართველი მსმენელისთვის აგვისტოში დაგეგმილია „სახე”-ს კონცერტი. კოლაბორაცია აუცილებლად იქნება. მე პროდიუსერიც ვარ და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი – სალომე ბაკურაძე Eric Benet-თან და CeeLo Green-თან ერთად იმღერებს. პროექტში „ერთი-ერთში” რომ გაიმარჯვა სალომემ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნომერი ჰქონდა, გრინის Crazy. აი, ზუსტად ამის გამეორებას ვაპირებთ დღეს, ოღონდ ნამდვილ CeeLo Green-თან ერთად. “Seqctor 26”-ის მფლობელმა, ლაშა ბასლანძემ რადიო „ფორტუნას” ეთერში ისაუბრა და გაგვიმხილა, რომ მსოფლიოში აღიარებულ მომღერლებთან ერთად დღეს ქართველი შემსრულებელი, სალომე ბაკურაძე იმღერებს.