LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძე: “საახალწლოდ ახალ კლიპს ელოდეთ”

“ჩემი ემოციურობა ყველასთვის ცნობილია. ამ ამბავსაც ასე მივუდექი. ეს იყო პირველი პრემიერა, პირველი კლიპი; ვსტუმრობდით ჩვენს ახლო მეგობრებს, კოლეგებს. მღელვარება და ჩემი ემოცია ცას სწვდებოდა; ეს არ არის უბრალოდ ფერადი და ლამაზი კადრები და ჩვენს ჩართულობას, სამსახიობო ოსტატობას, საჭიროებდა; სირთულეებთან რომ იქნებოდა დაკავშირებული, შეგუებული ვიყავი. რომ გითხრა, დიდი წინაღობა შემხვდა და რაღაცა ვერ მოვირგე, ასე არ არის. პირველი ნამუშევრისთვის, არ უნდა იყოს ურიგო; რეჟისორის უდიდესი დამსახურებაა ის, რაც გამოვიდა; ალბათ პირველად გაჟღერდება ამ ეთერში, მე და ნოდიკო მეორე საახალწლო დუეტსაც ვგეგმავთ, ნოდიკოს სტუდიის ბავშებთან ერთად; კლიპის იდეა უკვე ჩამოყალიბებულია. გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ პირველი ეტაპი გავლილია; საახალწლოდ ახალ კლიპს ელოდეთ” – რადიო “ფორტუნას” ეთერში სალომე ბაკურაძემ ახალი კლიპის პრემიერაზე  და კიდევ ერთი დუეტის შესახებ ისაუბრა.

ქართველი მომღერლები, სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი, მსმენელისა და მაყურებლის წინაშე მალე ახალი სიმღერითა და კლიპით წარდგებიან.