LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილი და სოფო გელოვანი პრემიერით „არტ-FM”-ში

15

22 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს სალომე კორკოტაშვილი და სოფო გელოვანი სტუმრობდნენ, რომლებმაც რადიოს მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინეს.

– რამდენადაც ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერა ”მინდა გითხრა, რომ..” ჩაწერეთ. რაზეა სიმღერა და როგორ დაიბადა მისი შექმნის იდეა?

სალომე კორკოტაშვილი:

– დიდი ხანია ქართულად არ მიმღერია. მინდოდა რაღაც ახალი, განსხვავებული გამეკეთებინა და ბოლოს სოფოსთან ერთად გადავწყვიტე სიმღერის ჩაწერა. თავიდან ინგლისური ვერსია დავწერე და სოფოს მოვასმენინე, მერე კი, ერთად გადავწყვიტეთ, როგორი ჟანრის და სტილის უნდა ყოფილიყო ქართული შესრულებით.

img_5070სოფო გელოვანი:

– მე და სალომე დიდი ხნის მეგობრები ვართ, ყოველთვის გვქონდა ერთად მუშაობის სურვილი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. სიმღერა საახალწლოა, ამიტომ ვფიქრობ ბევრს გაახარებს და გაამხიარულებს. მის გაკეთებაში უჩა მეტრეველი და ბიჭი ივანიშვილი დაგვეხმარნენ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ”სანო-სტუდიასაც”, რომელიც როგორც ყოველთვის, ახლაც მხარში დაგვიდგა.

– სოფო, აქამდე თქვენ განსხვავებული სტილის სიმღერებს ასრულებდით, შეიძლება ითქვას, თქვენი შემოქმედება ასაკთან შედარებით ბევრად უფრო სოლიდური იყო, რატომ აირჩიეთ ეს სიმღერა?

– ასეთი რეპერტუარი ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მქონდა. ახალი სიმღერა კი, იმდენად ლამაზი იყო, მომინდა  მეც ასეთივე მსუბუქი, ბედნიერი და გაღიმებული ვყოფილიყავი.

– სოფო, თქვენ მეუღლე და ორი შვილი გყავთ. როგორ ახერხებთ გამონახოთ დრო ოჯახისთვის და სად ატარებთ თავისუფალ დროს მათთან ერთად?

– ჩვენ შაბათ-კვირის ტრადიცია გვაქვს, რომელსაც არასდროს არ ვღალატობთ და ყოველთვის ერთად ვატარებთ. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი კარგი მეუღლე მყავს, ყოველთვის მეხმარება და მხარში მიდგას. მეც მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ვცდილობ არასდროს მოვაკლო ყურადღება.

img_5059– სალომე, თქვენს პირად ცხოვრებაში რა სიახლეებია, რადმდენადაც ვიცი, თქვენი მეორე ნახევარი უცხოელია?

– დიახ, ბრიტანელია. თუმცა, ახლა საქართველოში ვცხოვრობთ. მართალია, თავიდან ძალიან გაუჭირდა სხვა ცხოვრების წესით ცხოვრება, მაგრამ სწრაფად აუღო ალღო ქართულ ყოფას. მე უამრავ კონკურსში ვღებულობ მონაწილეობას, მან კი, მენეჯერის და პროდიუსერის ფუნქცია შეითავსა. ყოველთვის მხარში მიდგას და მაშინაც კი მამხნევებს, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მგონია რომ არაფერი გამოვა და ყველაფრის სურვილი მეკარგება.

– სამომავლოდ რას გეგმები გაქვთ?

სოფო:

– ახალი პროექტი უკვე მზად მაქვს, აქამდეც ვაპირებდი კონცერტის გამართვას, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ჩატარება გადაიდო. იმედი მაქვს ახალი წლის შემდეგ აუცილებლად განვახორციელებ ჩაფიქრებულს და სოლო კონცერტს მოვაწყობ.

სალომე:

– ცოტა ხნის წინ ლონდონში ჩავწერე ალბომი, ახლა კი, თბილისში ვგეგმავ საახალწლო კონცერტის გაკეთებას ჯაზ-კვარტეტთან ერთად. კოცერტი აბსოლუტურად განსხვავებული ჟღერადობის იქნება, სამზადისი უკვე დაწყებულია, ამიტომ ჩემს ბენდთან და ბექა ჯაფარიძესთან ერთად მეტად ინტენსიურად ვმუშაობ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები