LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარემონტო მასალების მარკეტი „კუბიკი” – მრავალფეროვანი არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები

4

23 ივნისს რადიო “ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ სარემონტო მასალების მარკეტის „კუბიკის” დირექტორს ლევან ყურმაშვილს უმასპინძლა.

– ბატონო ლევან, როდის დაარსდა თქვენი კომპანია და ძირითადად რა მიმართულებით მუშაობს?

– კომპანია 2010 წელს დაარსდა „ისნის სავაჭრო ცენტრის“ სახელით და უკვე შვიდი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც სარემონტო მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი, 2015 წელს განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ კი, ახალი სახელი – „კუბიკი“ შეიძინა.

– რომელი ქვეყნების ბრენდებია წარმოდგენილი თქვენს მარკეტში და რამდენად ფართოა არჩევანი?

– ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლის ინტერესების და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებაა. თავიდან ჩვენი პროდუქცია დაბალ და საშუალოშემოსავლიან სეგმენტზე იყო გათვლილი, რადგან არ იყო საკმარისი მომხმარებელი რათა პრემიუმ კლასზე გადავსულიყავით, თუმცა, ეტაპობრივად გაიზარდა კლიენტების რაოდენობა და ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნაც გაიზარდა, რადგან მომხმარებელი მიხვდა, რომ ფუჭად ფულის ხარჯვას შედარებით ძვირის გადახდა და ხარისხიანი მასალის შეძენა ბევრად მომგებიანი იყო. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენს მომხამრებელს ძირითადად ევროპულ, მათ შორის ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და პოლონურ პროდუქციას ვთავაზობთ. გარდა ამისა, გვაქვს საკმაოდ მაღალხარისხიანი თურქული ბრენდებიც. გამომდინარე აქედან, პროდუქციაც მრავალფეროვანია და არჩევანიც საკმაოდ დიდია.

– კონკურენტებთან შედარებით, რა უპირატესობით სარგებლობს თქვენი კომპანია?

– ჩვენი უპირატესობა მომსახურებაა. 21-ე საუკუნეში ფასებით კონკურირება უკვე წარმოუდგენელია, რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისია. პირველ რიგში ჩვენი გუნდი უნდა ავღნიშნო, რომელიც პროფესიონალი კონსულტანტებითაა დაკომპლექტებული და  ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. მათ ვისაც რემონტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი, თავისუფლასდ შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, გაიაროს კონსულტაცია და მიიღოთ რჩევა ნებისმიერი სფეროში. აღსანიშნავია ჩვენი საფასო პოლიტიკაც, რადგან ჩვენ არ ვართ ორიენტირებული უზარმაზარ მოგებაზე და პირველ რიგში  მომხმარებელის დაკმაყოფილებაზე ვზრუნავთ.

– რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის?

– სხვადასხვა ქვეყნისა და ბრენდის პროდუქციზე ფასიც განსხვავებულია, ამიტომ ჩვენი პროდუქცია ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, კონკურენტებთან შედარებით ჩვენი ფასები ნებისმიერ კატეგორიაში დაბალია.

– ახლა რა სიახლეს სთავაზობთ მომხმარებელს?

– სულ ცოტა ხნის წინ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული ბრენდის „ვაილანტის“ პროდუქცია -ცენტრალური გათბობის ქვაბი შემოვიტანეთ, გერმანიაში დამზადებული ყველა ნაწილით და ათწლიანი გარანტიით, რომლის შეძენა მხოლოდ ჩვენს მარკეტში და დილერ კომპანიებთან შეიძლება.

– მომავალში ახალ ბრენდებთან ხომ არ გეგმავთ თანამშრომლობას?

– ჩვენ მუდმივად სიახლეზე ვართ ორიენტირებული, რადგან ჩვენს სფეროში ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლება. მოლაპარაკება რამდენიმე იტალიურ, გერმანულ და პოლონურ კომპანიასთან გვაქვს. გარდა ამისა, ვაპირებთ შოურუმის გაფართოვებას და ორანჟერეას გაკეთებას, რადგან კომპანიას საკუთარი სათბური აქვს, სადაც ტროპიკული მცენარეები გამოგვყავს და ძალიან მალე მომხმარებელსაც შევთავაზებთ, მომავალი წლიდან კი, საკუთარი საწარმოს შექმნას ვგეგმავთ, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მომგებიანი იქნება და ჩვენთვისაც საინტერესო.

– საკუთარი ნაწარმით მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას გეგმავთ თუ ექსპორტზე გატანასაც აპირებთ?

– დიდი წარმოებისთვის საქართველოს ბაზარი საკმაოდ პატარაა, ამიტომ თუ ექსპორტზე არ გაქვთ გათვლა, უკეთესია საერთოდ არ წამოიწყო წარმოება. ჩვენ პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე ვართ ორიენტირებული, მერე კი, ექსპორტის გეოგრაფიასაც გავაფართოვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები