LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზაფხულო სეზონი აჭარაში ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება

5

7 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის შემაჯამებელ ”არტ-FM”-ს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი და კინოფესტივალის “ბიაფი” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად ელიზიანი სტუმრობდნენ.

საზაფხულო სეზონი აჭარაში, კულტურის სამინისტროს, აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის ერთობლივი კულტურული პროექტით გაიხსნა, რომელიც საკუთარ თავში უამრავ ღონისძიებას აერთიანებს. კახა კანდელაკის განცხადებით, კონცერტები და წარმოდგენები ყველა მიმართულებით იქნება საინტერესო და ნებისმიერი თაობისა და გემოვნების მაყურებელს დააკმაყოფილებს.

ფოლკლორული კვირეულის შემდეგ, ბათუმი პოპ-და როკ-შემსრულებლებს, ელექტრონული და კლასიკური მუსიკის კვირეულებს უმასპინძლებს, იქნება ერთგვარი იტალიური უიქ-ენდიც, სან-რემოს ვარსკვლავების, ჯგუფის ”სპაგეტი-სვინგი” და დათო გომართელის მონაწილეობით.

”სპაგეთი-სვინგი” განსაკუთრებული პროექტია თავისი მზარეულით, რომელიც პირდაპირ სცენაზე, კონცერტის დროს ამზადებს სპაგეტის, დათო გომართელი კი, რამდენიმე სიმღერას შეასრულებს და წამყვანის როლსაც შეითავსებს.

ბათუმის ჩოგბურთის კორტები მთელი სეზონის განმავლობაში ერთ დიდ საკონცერტო მოედნად გადაიქცევა, კონცერტები კლუბში ”Take Five”-ც მოეწყობა, ქალაქის ათ სხვადასხვა წერტილში კი ათი პიანინო დაიდგმება, რომლებსაც ჯერ მხატვრები მოხატავენ, შემდეგ კი, ნებისმიერ მსურველს ექნება დაკვრის საშუალება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად თეატრალური კვირეულიც გაიმართება, რომელსაც სხვადსახვა ქვეყნის თეატრალური დასები ესტუმრებიან.

ივლისის ბოლოს ბათუმში კიდევ ერთი გრანდიოზული ფესტივალი – ”Black Sea Jazz Festival“ მოეწყობა, ოთხი დღე გაგრძელდება და მასში მონაწილე არტისტებით იქნება გამორჩეული. ფესტივალი, ჯორჯ კლინტონის წარმოდგენით გახსნისნება და ლიზა სტენსფილდის, ლი ვორფილდის და სნუპის კონცერტებით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ბათუმი ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ცნობილი რეპერი ესტუმრება.

როგორც კახა კანდელაკმა აღნიშნა, საზაფხულო ფესტივალები შემოდგომაზე უკვე თბილისში გაგრძელდება და ცნობილი თეატრალური და კლასიკური მუსიკის წარმოდგენები, თბილისის ჯაზ-ფესტივალით დაგვირგვინდება, რომლის მთავარი სტუმარიც დიანა კროლი იქნება.

შემოდგომაზე, საერთაშორისო კინოფესტივალს ”ბიაფი” უმასპინძლებს ბათუმიც, რომელიც ზვიად ელიზიანის განცხადებით, წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და საინტერესო პროგრამასთან, ბევრი ცნობილი სტუმრით იქნება წარმოდგენილი.

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები