შრომის უსაფრთხოება – ვინ როგორ იცავს დასაქმებულის შრომით უფლებებს

შრომის უსაფრთხოება – ვინ როგორ იცავს დასაქმებულის შრომით უფლებებს

დასაქმების სააგენტოები საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე საუბრობენ. როგორც „ფორტუნას“ „ეიჩ არ ჯის“ კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლეშჩინსკაიამ განუცხადა, თემა მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მისი თქმით,  უსაფრთხოების წესებზე საუბარი ყველა ტიპის კომპანიას ეხება, ეს იქნება მაღარო, სამშენებლო თუ სხვა, თუმცა ცხადია, რისკი ძალიან მაღალია სწორედ ამ სფეროებში. როგორც სპეციალისტები ამბობენ, კარგია, რომ ამ მიმართულებებით არსებულმა პრობლემებმა და კონკრეტულმა ფაქტებმა სახელმწიფოს უბიძგა, რომ ეს საკითხი დამუშავდეს. მიუხედავად ამისა, როგორც ლეშჩინსკაია ამბობს, მხოლოდ მძიმე სამუშაოების შემთხვევებზე არ უნდა ვისაუბროთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ზოგადად ადამიანის უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერ ადგილზე, აუცილებელია, სწორად განისაზღვროს ყველაფერი, რათა არ დაირღვეს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის უფლებები.

13 ნოემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები