LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულის დღე „არტ-FM“–ში

6

14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს რადიო „ფორტუნამ“ და თათა სადრაძის გადაცემამ „არტ-FM“-ს ბატონ გელა ჩარკვიანს, ანა მარგველაშვილს, თეონა თავართქილაძეს და სალომე კორკოტაშვილს  უმასპინძლა საკუთარი სიყვარულის ისტორიებით.

* * *

– ბატონო გელა, ყველა თქვენი ნაშრომი ქალბატონ ნანას ეძღვნება. როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

– ჩვენი ნაცნობობა შემთხვევით შედგა. საერთოდ, ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემთხვევითობას. არსებობს კარგი და ცუდი შემთხვევითობა, მე კი ძალიან გამიმართლა. ზემელზე მივდიოდი, ორი გოგონა დავინახე, ერთი ნაცნობი იყო და მასათან გავჩერდი, რომელმაც თავისი მეგობარი გამაცნო. რამდენიმე წუთს ვისაუბრეთ და ერთმანეთს  დავშორდით, თუმცა, გულმა თუ ინტუიციამ მიკარნახა, რომ მათ უნდა გავყოლოდი, უკან მოვბრუნდი და დავეწიე. გოგონები ფილარმონიაში მიდიოდნენ , რომელიც მაშინ აღმაშენებლის გამზირზე იყო. კონცერტზე დამპატიჟეს, მაგრამ ფული არ მქონდა, თვითონ მიყიდეს ბილეთი და ჩინელი პიანისტის ლუ ში კუნის კონცერტზე აღმოვჩნდი. სწორედ ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მე და ნანა ერთმანეთს უკვე მარტო ვხვდებოდით, 1960 წელს კი, დავქორწინდით. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი და ბედნიერი ისტორია გვქონდა. მართალია, სიყვარულს ყოველთვის ბედნიერება მოაქვს, მაგრამ აუცილებლად დგება დრო, როცა ერთ-ერთი პარტნიორი ამ ქვეყნიდან მიდის. ამ შემთხვევაში ეს ტრაგედია მე განვიცადე, როცა ნანა გარდაიცვალა.

– უზარმაზარ, 700-გვერდიან ნაშრომში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“, რომელიც აბსოლუტურად სხვა თემას ეძღვნება, ქალბატონი ნანა ისევ მოხსენიებული გყავთ. დეტალურად ხომ ვერ მოგვიყვებოდით ამ წიგნზე?

– წიგნი 1990-იან წლებს ანუ იმ პერიოდს ეძღვნება, როცა მე ბატონ ედუარდ შევარდნაზეთან ვმუშაობდი მრჩევლად. ავტობიოგრაფული წიგნი დღიურებზე ავაგე და ჩემი მუშაობის 11 წელი მოვყევი. მართალია, ნაშრომში ძირითადად პოლიტიკური მოვლენებია გადმოცემული დეტალებში, მაგრამ ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობაც გავიხსენე, ეპილოგი კი, რომელიც ფილოსოფიური ხასიათისაა, მთავარი თემა კი, სიყვარულია, ნანას მივუძღვენი, სადაც საკუთარ გრძნობებზე და ჩემი ცხოვრების იმ ტრაგედიაზე ვისაუბრე, რომელსაც ვერ ვეგუები. ყველაფერს შევედუე, ყველა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა დავივიწყე, მაგრამ ნანაც გარდაცვალებას მანიც ვერ შევეგუე.

– ბატონო გელა, გქონდათ თუ არა, თქვენ და ქალბატონ ნანას განსაკუთრებული ტრადიცია, რომელსაც არასდროს ღალატობდით?

– კვირაში ერთხელ ე.წ. „დრინქს“ ვაწყობდით, ანუ საკუთარ თავს ცოტა ალკოჰოლის დალევის საშუალებას ვაძლევდით.

– თქვენი აზრით, რა არის ის ნამდვილი სიყვარული, რომელიც როგორც თავად აღნიშნეთ?

– ნამდვილი სიყვარული ისაა, რომელიც მხოლოდ მსხვერპლით იზომება. ვფიქრობ, სიყვარულისთვის ნებისმიერი მსხვერპლის გაღება შეიძლება სიცოცხლის ჩათვლით, რადგან თუ ადამიანს მართლა უყვარს, მაშინ ის ყველაფერზეა წამსვლელი.

* * *

– ანა, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მე და გიგიმ ერთმანეთი რამდენჯერმე გავიცანით, ჯერ მეგობრის სახლში, მერე დაბადების დღეზე, ბოლოს კი, სოციალური ქსელით დავმეგობრდით.

– პირველი ნაბიჯი რომელმა გადადგით?

– პირველი sms-ი გიგიმ მომწერა და ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობაც განვითარდა, თუმცა, მე თავიდანვე ძალიან მომეწონა.

– რამდენად ჩაერია ოჯახი თქვენს არჩევანში?

– ოჯახის წევრები არასდროს ჩარეულან. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი ნებიმისმიერ არჩევაში. პროფესიაც დამოუკიდებლად ავირჩიე და პირად ცხოვრებაშიც დამოუკიდებლად გავაკეთე არჩევანი. სხვათაშორის, ჩვენს ურთიოერთობაში არც გიგას მშობლები ჩარეულან. ორივე ოჯახმა კარგად მიგვიღო და ყველა ძალიან ბედნიერი იყო.

– რამდენადაც ვიცი, პატარა ანასტასიას აღზრდაზე ყველაზე მეტად ბებია და ბაბუა ზრუნავენ?

– დიახ, ჩვენ გიგის მშობლებთან ვცხოვრობთ, ამიტომ ანასტასიაც ყველაზე მეტ დროს სწორედ მათთან ატარებს.

– ანა, რა პროფესიის ბრძანდებით თქვენ და თქვენი მეუღლე?

– გიგიმ მზარეულის პროფესია აირჩია, რომელიც ვფიქრობ თვითონაც მოსწონს და ძალიან კარგადაც გამოსდის. მე სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე მუშაობა კომპანია „ჯორჯიან ივენთში“ და აქტიურად ჩავები სხავადსხვა ივენთებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში. მართალია სამუშაო  შრომატევადია, მაგრამ ამავე დროს სახალისო და საინტერესოცაა.

– როგორი ბაბუაა ბატონი გიორგი?

– ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია. თუმცა, მსის სამუშაოდან გამომდინარე ხშირად ვერ ვახერხებთ ერთად ყოფნას. ვფიქრობ, ზაფხულიდან უფრო აქტიურად ჩაებმება ანასტასიას ცხოვრებაში.

– რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?

– მე ნაკლებად რომანტიული ადამიანი ვარ. თუმცა, მთავარი ჩემთვის მაინც მეუღლეა, რომელსაც უზარმაზარი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მიყვარს მისთვის საჩუქრების გაკეთება.

– იმ საჩუქარს ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელიც განსაკუთრებით მოეწონა?

– მემგონი ყველა საჩუქარი მოსწონს, მითუმეტეს, რომ ყოველთვის ნაკლებად რომანტიკულ და უფრო პრაქტიკულ საჩუქრებს ვუკეთებ.

* * *

– თეონა, რამდენადაც ვიცი, თქვენ არასდროს აღნიშნავთ სიყვარულის დღეს?

– გეთანხმებით, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სიყვარულის აღნიშვნა ერთ რომელიმე დღეს. თუმცა, ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს და ვუსურვებ, რომ ყოველი მისი დღე და წუთი  სიყვარულით იყოს სავსე.

– საკუთარი სიყვარულის დღე ხომ არ გაქვთ, რომელსაც თქვენ და რეზი ყველასგან შორს, მარტო ატარებთ?

– დღე ნაკლებად, უფრო მოგზაურობა გვაქვს. ხშირად გადაგვიწყვეტია სპონტანურად რამდენიმე დღით სამოგზაუროდ წასვლა. რა თქმა უნდა, არ ვთვლი ვახშამზე რესტორანში დაპატიჟებას, რადგან დარწმუნებული ვარ, ასეთი საღამოები ყველა წყვილს აქვს.

– ოდესმე თუ მიგიღიათ რეზისგან საჩუქარი, რომელიც ძალიან არ მოგწონებიათ?

– იყო რამდენიმე საჩუქარი, რომელიც არ მომეწონა და სწრაფად გავაჩუქე. თუმცა, თვითონ არც მაშინ შუმჩნევია და არც ახლა იცის. ვფიქრობ, მთავარი არა საჩუქარი, არამედ ყურადღება და ის გრძნობაა, რომლითაც საჩუქარს აკეთებ.

– თქვენ როგორ საჩუქრებს უკეთებთ მეუღლეს?

– სართოდ, იშვიათად ვუკეთებთ ერთმანეთს ძვირფას საჩუქარს, უფრო სახუმაროს და სახალისოს. ერთგვარი ტრადიციაც გვაქვს – თუ ცალ-ცალკე ვმოგზაურობთ, აუცილებლად ჩამოგვაქვს ერთმანეთისთვის საჩუქრები.

– რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?

– სიყვარული უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში და არა მარტო მეუღლის. ცოტა ხნის წინ შვილიშვილის სიყვარულიც დაემატა, რაც მეტად სასიამოვნო გრძნობა აღმოჩნდა. მართალია, პატარა ჩემს დის შვილს შეეძინა, მაგრამ ჩემთვისაც ისეთივე შვილიშვილია, როგორც ჩემი დისთვის.

– წყვილები ხშირად აღნიშნავენ, რომ სიყვარული მხოლოდ შყვარულობის პერიოდშია, ოჯახის შექმნის შემდეგ კი, ეს გრძნობა უფრო მეგობრობა ხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა ასეა?

– სხვადასხვა ეტაპზე სიყვარული მართლაც სხვადასხვანაირია. მთავარია, ყოველთვის საინტერესო და აქტუალური იყოს.

* * *

– სალომე, თქვენი აზრით, რამდენად განსხვავდებიან ქართველი და უცხოელი მეუღლეები?

– განსხვავება ნაკლებადაა, უბრალოდ ხშირად ჩნდება ენის ბარიერი. თუმცა, მთავარია გრძნობა იყოს, ურთიერთპატივისცემა და მერე არც ერთმანეთის გაგება იქნება რთული. როცა ერთმანეთი გავიცანით, მე საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური და ნებისმიერ შეკითხვაზე დადებითად ვპასუხობდი. მერე კი, ერთამენეთს საკუთარი ენები ვასწავლეთ და ახლა, ის ქართულად ლაპარაკობს, მე კი, ინგლისურად.

– რამდენადაც ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეთ და მალე საზღვარგარეთაც მიემგზავრებით.

– ამერიკულმა SongBuilder Studio-მ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარა კონკურსი, რომელშიც 15 ათასამდე კომპოზიტორი მონაწილეობდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი კონკურსის გამარჯვებული გავხდი და ახლა გრემიზე ნომინირებულ პროდიუსერებთან ერთად ვიმუშავებ.

– საყვარელმა ადამიანმა როგორ გაგახარათ სიყვარულის დღეს?

– ჩვენ ამერიკაში ვაპირებთ ვალენტინობის მოწყობას. თუმცა, ჩვენთვის ყოველდღე სიყვარულის დღეა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები