18 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს სოფი ვილი სტუმრობდა, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ მესამე სტუდიური ალბომი Planet A გამოუშვა და თრეკზე Swim On“, მეგობრებთან ნიკა მაჩაიძეტან, ლუკა ბერაძესთან და ლომერო ახვლედიანთან ერთად კლიპიც გადაიღო.
ალბომის პრეზენტაცია 5 მაისს ნიუ-იორკში, „როკვუდ ჰაუს ჰოლში“ შედგება, ივნისის ბოლოს კი, სოფი მასშტაბურ ფესტივალზე „ატლასს უიქ-ენდზე“ წარდგება პუბლიკის წინაშე.