LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყონია: „საკმაოდ სერიოზულ პროექტს გვთავაზობს ფლორენციის მოდის კვირეული”

3

14 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს სოფო ჭყონია სტუმრობდა, რომელმაც  Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული შეაჯამა.

– სოფო, დიდი წარმატებით ჩაიარა Mercedes-Benz-ის მორიგმა მოდის კვირეულმა. როგორ ემზადებოდით ასეთი გრანდიოზული ღონისძიებითვის?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ბოლო წლებში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ქართული მოდის ინდუსტრიაში, რაც საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია ამგვარი ღონისძიების ორგანიზება. მართალია, პროექტი სულ რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ ამ მცირე დროშიც საკმაოდ ბევრი საინტერსო დიზაინერი აღმოვაჩინეთ, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად, ჩვენი პროექტის მასშტაბებიც სულ ურო ფართოვდება. საერთაშორისო პრესის მოზიდვა კი, შედარებით მარტივია, რადგან ყოველთვის აინტერესებთ ახალს რას შევთავაზებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, უცხოური პრესის როლი ქართველი დიზაინერების ნამუშევრების საერთაშორისო არენაზე გატანის საქმეში, რადგან სწორედ მათი დამსახურებით ეცნობიან ქართველებს ცნობილი ადამიანების სტილისტები, რომლებიც მუდმივად ახალი და ორიგინალური სახეების აღმოჩენას და საკუთარი კლიენტებისთვის შეთავაზებას ცდილობენ.

– საზღვარგარეთ ხომ არ იგეგმება ქართველი დიზაინერების ჩვენების მოწყობა?

– მსოფლიოში სულ ოთხი წამყვანი მოდის კვირეული არსებობს და ნებისმიერი დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა. მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში უკვე მონაწილეობდა ერთ-ერთი ქართული ბრენდი, რამდენიმე დიზაინერით დაინტერესდნენ პარიზისა და ლონდონში, საკმაოდ სერიოზულ პროექტს გვთავაზობს ფლორენციის მოდის კვირეულიც.

– თავად რამდენად კმაყოფილი ხართ წლევანდელი ღონისძიებით?

– ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და იშვიათად მაკმაყოფილებს გაკეთებული. ყოველთვის ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ მაქსიმალურად სრულყოფილად შვასრულო. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა, ყველაფერი დახვეწის პროცესშია და აუცილებლად გამოსწორდება.

– რამდენად ისურვებდით თქვენი ქალიშვილის მოდის სფეროში მოღვაწეობას?

– ქალიშვილმა განსხვავებული, თუმცა არანაკლებ საინტერესო სფერო – კინემატოგრაფია აირჩია. სხვათაშორის, მეც კინომცოდნე ვარ და მოდის ინდუსტრიაში აბსოლუტურად სპონტანურად აღმოვჩნდი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები